ჩემი პედაგოგიური პრაქტიკის კვლევა
პედაგოგიური პრაქტიკის კვლევა
ქიმიის სწავლების სირთულეები მე-8 კლასებში ავტორი სსიპ ქალაქ თბილისის 167-ე საჯარო სკოლის
ქიმიის მასწავლებელი -- ნონა ანთიძე
2018-2019 სასწავლო
წელი
ნოემბერი-მაისი
სარჩევი
შესავალი --------------------------------------------------------------------------------------------------
თავი 1 საკვლევი საკითხის მიმოხილვა
--------------------------------------------------------------
1.1 მოკლე ინფორმაცია სკოლის შესახებ
-------------------------------------------------------------
1.2 ქიმიის სწავლება მე-8 კლასებში და მასთან დაკავშირებული
სირთულეები-----
1.3 პრობლემის გამომწვევი სავარაუდო მიზეზები
-------------------------------------------------
1.4 კვლევის მიზანი ------------------------------------------------------------------------------------
1.5 კვლევის ამოცანები--------------------------------------------------------------------------------
თავი II
---------------------------------------------------------------------------------------------------
პრაქტიკული კვლევის არსი
---------------------------------------------------------------------------
თავი III

ლიტერატურის მიმოხილვა-----------------------------------------------------------------------------
თავი IV მეთოდოლოგია
---------------------------------------------------------------------------------
4.1 კვლევის სამიზნე ჯგუფი
-----------------------------------------------------------------------------
4.2 შერჩევა
-------------------------------------------------------------------------------------------------
4.3 მონაცემების შეგროვება
------------------------------------------------------------------------------
4.4 კვლევის მონაწილე
მხარეები და მათი პასუხისმგებლობები -----------------------------------
4.5 კვლევის ვადები
--------------------------------------------------------------------------------------
თავი V
-----------------------------------------------------------------------------------------------------
კვლევის შედეგები ----------------------------------------------------------------------------------------
5.1 გამოკითხვის შედეგების
ანალიზი ------------------------------------------------------------------
თავი VI
------------------------------------------------------------------------------------------------------
ინტერვენციის აღწერა და
მისი შედეგები --------------------------------------------------------------
6. 1 კვლევის დღიური ჩანაწერები.
6.2 ინტერვენციის აღწერა

6.3 ინტერვენციის შედეგები

6.4 ინტერვენციის შეფასება
-------------------------------------------------------------------------------
თავი VII

7.1 მიგნებები, რეკომენდაციები
და კვლევის ნაკლოვანებები ----------------------------------------
დასკვნა ------------------------------------------------------------------------------------------------------
გამოყენებული ლიტერატურა
----------------------------------------------------------------------------
დანართი
----------------------------------------------------------------------------------------------------
შესავალი
წინამდებარე ნაშრომი წარმოადგენს სსიპ ქალაქ
თბილისის 167-ე საჯარო სკოლაში განხორციელებული
პედაგოგიური პრაქტიკის კვლევის ანგარიშს.კვლევა განახორციელა ამავე სკოლის ქიმიის
მასწავლებელმა ნონა ანთიძემ.
ნაშრომი შედგება შვიდი თავისაგან I თავში
მოცემულია ინფორმაცია სკოლის შესახებ, საკვლევი საკითხის მიმოხილვა. კვლევის მიზანი
და ამოცანები. II თავი ეხება პრაქტიკული კვლევისს არსს და მის მნიშვნელობას სწავლა-სწავლების
პროცესში. III თავში მოცემულია სხვადასხვა ავტორის მოსაზრებები სწავლების მეთოდების
შესახებ. IV თავი მოიცავს ინფორმაციას კვლევის
მეთოდოლოგიისა და პროექტის ვადების შესახებ. V თავი ეხება კვლევის საფუძველზე მიღებული
შედეგების ანალიზს VI თავში განხილულია ინტერვენციის დაგეგმვის ,განხორციელებისა და
შეფასების ეტაპები. VII თავში აღწერილია კვლევის მიგნებები, რეკომენდაციები
და კვლევის ნაკლოვანებები.
თავი 1
საკვლევი საკითხის მიმოხილვა
1.1 მოკლე ინფორმაცია სკოლის შესახებ
ქ. თბილისის 167-ე საჯარო სკოლაში სწავლობს 1038 მოსწავლე , მუშაობს 57 მასწავლებელი, მასწავლებელთა 9 %-ზე მეტი მუშაობს სრულ
განაკვეთზე. სკოლას ჰყავს 33 სერთიფიცირებული მასწავლებელი მასწავლებლები გადიან გადამზადებას,ტრენინგებს საჭიროების
მიხედვით 12 მასწავლებელი
ჩართულია ქემონიქსი საქართველო-აშშ საერთაშორისო განვითარების სააგენტოს საქართველოს
დაწყებითი განათლების პროექტში(G-PriEd) 14 მასწავლებელი მონაწილეობას იღებს ათასწლეულის გამოწვევის
ფონდი - საქართველოს მიერ ინიცირებულ “მასწავლებელთა და სკოლის დირექტორთა პროფესიული განვითარების პროექტის“
ფარგლებში მიმდინარე ტრენინგებში. სკოლა აღჭურვილია თანამედროვე ტექნოლოგიებით, რაც
საშუალებას იძლევა ხარისხიანად წარიმართოს სწავლა-სწავლების პროცესი.
1.2 მე-8 კლასებში ქიმიის სწავლება და მასთან დაკავშირებული სირთულეები
მე-8 კლასში
იწყება საბუნებისმეტვველო საგნების ქიმია, ფიზიკა და ბიოლოგიის შესწავლა. სამივე საგნის
შესწავლა მოითხოვს საკმაო ძალისხმევას მოსწავლეების მხრიდან, ამიტომ მიმაჩნია, რომ
მე-8 კლასში ქიმიის სწავლებას განსაკუთრებული ყურადღებით უნდა მივუდგეთ, რათა მოსწავლეებს გავუზარდოთ მოტივაცია.
მოსწავლეები ახალი საგნის შესწავლას ინტერესით უდგებიან, მარამ საკმარისია რომელიმე
თემა მათთვის გაუგებარი გახდეს მოსწავლის მოტივაცია
საგრძნობლად ეცემა. თუ მოსწავლე მე-8 კლასში შესასწავლ მასალას წარმატებით დაძლევს
მომდევნო კლასებში ასეთ მოსწავლეს პრაქტიკულად პრობლემა არ აქვს. ამიტომ მოსწავლეს
მე-8 კლასში რომ „შევაყვაროთ“ ქიმია, სწავლა-სწავლება ხარისხიანი,ხალისიანი, მოტივირებული
და შედეგზე ორიენტირებული უნდა იყოს
მოსწავლეთა მიღწევების შეფასებისას მნიშვნელოვანია
იმ ფაქტორების გამოვლენა, რომლებიც განაპირობებს მოსწავლეთა წარმატებას. ეს აისახება
მათი წარმატებული მონაწილეობით ოლიმპიადებში, პროექტებში, სხვადასხვაკონკურსებში, კონფერენციებში
დაგროვილი ცოდნის შეფასება და თვითშეფასება ხდება საშინაო და დამოუკიდებელ დავალებებით, პროექტებით სა შემაგამებელი
სამუშაოებით.
სკოლის ქიმიის მასწავლებლის მიერ გამოიკვეთა შემდეგი საკვლევი პრობლემა:
·
მოსწავლეების ნაწილს უჭირთ
ქიმიური ფორმულების და განტოლებების წერა ასევე, ამოცანების ამოხსნა.
·
უჭირთ იმ მასალის შეჯამება,
რომელიც მოიცავს არსებითი და არაარსებითი ინფორმაციის განსხვავებას, ცნებებსა და იდეებს
შორის მნიშვნელოვანი კავშირების დანახვასა
და ინფორმაციის სინთეზს.
·
უჭირთ დროის სწორად ორგანიზება.
·
განსაკუთრებით უჭირთ ქიმიური
რეაქციის ტოლობების წერის უნარ-ჩვევის გამომუშავება.
1.3 პრობლემის გამომწვევი სავარაუდო მიზეზები.
დაკვირვებისა,(საშინაო დავალება, დამოუკიდებელი
სამუშაო, ზეპირი გამოკითხვა და ა.შ.) სამუშაო მოსწავლეებთან დისკუსიის და ანკეტირების
შედეგად გამოიკვეთა პრობლემის გამომწვევი სავარაუდო
მიზეზი.
·
მასწავლებლის მხრიდან
ყოველთვის არ ხდება სწავლების ეფექტური სტრატეგიების გაცნობა, სწავლება და მათი გამოყენების
დანერგვა სწავლა-სწავლების პროცესში.
·
მოსწავლეები არასათანადოდ
იყენებენ სწავლის ეფექტურ სტრატეგიებს.
·
მოსწავლეები ვერ გეგმავენ,
ვერ ახორციელებენ მონიტორინგსა და შეფასებას, რადგან არ იციან შესაბამისი სტრატეგიები
და მათი გამოყენება სწავლის პროცესში.
1.4 კვლევის მიზანი
თემის ქიმიის სწავლების
სირთულეები მე-8 კლასებში.
·
კვლევის მიზანია, მასწავლებელმა დეტალურად შეისწავლოს
არსებული სირთულეები და გამონახოს პრობლემის გადაჭრის ოპტიმალური გზები
·
უკეთ დაგეგმონ და განახორციელონ
სწავლის პროცესი გამოიყენონ მრავალფეროვანი სტრატეგიები, რაც ხელს შეუწყობს მათი შედეგების
გაუმჯობესებას.
·
მონიტორინგი გაუწიონ საკუთარი
სწავლების პროცესს,
·
, მოახერხონ მიღებული
შედეგების ანალიზი.
·
რისთვის და როგორ გამოიყენონ
მრავალფეროვანი სტრატეგიები მასწავლებლებმა, მოსწავლეებმა და მშიბლებმა.
·
რა გავაკეთოთ იმისათვის
რომ სწავლა უფრო ხალისიანი, მოტივირებული და შედეგზე ორიენტირებული იყოს?
·
რა კონკრეტული რჩევები
მივცეთ მასწავლებლებს, მოსწავლეებს და მშობლებს?
1.5 კვლევის ამოცანა
კვლევის ამოცანაა პასუხი
გასცეს შემდეგ კითხვებს;
·
როგორია მოსწავლეთა ცოდნის
დონე ქიმიაში.
·
როგორ მოახერხებს მასწავლებელი
სწავლის ეფექტური სტრატეგიების სწავლებას მოსწავლეებისათვის და რა შედეგი ექნება ამას.
·
როგორ გამოიყენებენ მოსწავლეები
სწავლის ეფექტურ სტრატეგიებს საკუთარი სწავლის პროცესის მონიტორინგის, შეფასებისა და
გაუმჯობესებისათვის;
·
რა სირთულეები შეიძლება
შეექმნათ მასწავლებელსა , მოსწავლეებს და მშობლებს სწავლა-სწავლების პროცესში
სწავლის ეფექტური სტრატეგიების დანერგვა/გამოყენების
დროს
·
შეუწყობს თუ არა ხელს
აღნიშნული სტრატეგიები თანამშრომლობითი უნარების განვითარებას მოსწავლეებში.
·
როგორ აისახება სწავლის
ასეთი მიდგომები მასწავლებლისა , მოსწავლეების და მშობლის ურთიერთდამოკიდებულებაზე.
თავი 2
პრაქტიკული კვლევის არსი
სასწავლო პროცესში წამოჭრილი პრობლემების
მოსაგვარებლად უმჯობესია კოლეგებთან თანამშრომლობა, კონსულტაციები მონათესავე საგნის
სპეციალისტებთან, გამოცდილ მასწავლებლებთან. ამის შესაძლებლობას იძლევა პრაქტიკულ კვლევაში
ჩართულ მასწავლებელთა გაერთიანება ერთ გუნდად, პრობლემის ერთობლივად გააანალიზება,
გადაწყვეტილებებისა და პასუხისმგებლობების გაზიარება. საბუნებისმეტყველო საგნების შესწავლა
ფუნდამენტური კომპეტენციების და სააზროვნო
უნარების განვითარებას უწყობს ხელს. ის ეხმარება მოსწავლეს სამყაროს შემეცნებაში, ხელს
უწყობს ლოგიკური აზროვნების ფორმირებას, ანალიზისა და მსჯელობის უნარის განვითარებას.
საბუნებისმეტყველო საგნების სწავლისა და სწავლების პროცესი იმგვარად უნდა იყოს ორგანიზებული,
რომ მოსწავლემ შეძლოს საბუნებისმეტყველო მეცნიერებებში დაგროვილი ცოდნა გამოიყენოს
ახალი ცოდნის შესაძენად, პრობლემების ამოსაცნობად და გადასაჭრელად. საბუნებისმეტყველო
საგნების შესწავლის შედეგად მოსწავლეს უნდა შეეძლოს გარკვეულ დონეზე სამეცნიერო ფენომენის
აღწერა, ახსნა, სამეცნიერო კვლევების გაგება, სამეცნიერო კვლევებისა და დასკვნების
ინტერპრეტირება. ამასთან, მოსწავლეს უნდა ესმოდეს, რა გავლენას ახდენს მეცნიერება ადამიანებზე,
როგორ ზემოქმედებს ის ჩვენს მატერიალურ, ინტელექტუალურ და კულტურულ გარემოზე. ( საბუნებისმეტყველო
საგნების სწავლისა და სწავლების კვლევა;2013წ.
„შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი“; გვ.5)
საბუნებისმეტყველო
საგნების სწავლების მნიშვნელობაზე მეტყველებს ის ფაქტი, რომ მსოფლიოში ორი ყველაზე
ფართომასშტაბიანი კვლევა - TIMSS და PISA
- მიზნად ისახავს მათემატიკისა და საბუნებისმეტყველო საგნების სწავლისა და სწავლების
ხარისხის გაუმჯობესების ხელშეწყობას. (მათემატიკისა და საბუნებისმეტყველო საგნების
სწავლისა და სწავლების საერთაშორისო კვლევა.
მათემატიკა. ანგარიში. თბ. 2009-2014 წ. შეფასებისა
და გამოცდების ეროვნული ცენტრი.)
პედაგოგიური პრაქტიკის კვლევა დაფუძნებულია
მასწავლებლის პრაქტიკის საჭიროებაზე, მას შეიძლება ბიძგი მისცეს
·
თვითშეფასების შედეგად
გამოვლენილმა საჭიროებებმა;
·
სასწავლო პროცესზე დაკვირვებამ
და არსებულმა გამოცდილებამ
·
უკუკავშირისა და შეფასების შედეგებმა;
·
ცნობისმოყვარეობა და
„თეორიულმა ინტერესმა“
·
სკოლის განვითარების პროგრამებში,
პროექტებსა და კვალიფიკაციის ასამაღლებელ კურსებში მონაწილეობამ.
კვლევა ხორციელდება ბუნებრივ
გარემოში, სკოლებსა და საკლასო ოთახებში. უმეტესწილად თვისობრივი და რაოდენობრივი მეთოდის
გამოყენებით აღვწერთ, თუ რა ხდება, ვახორციელებთ ინტერვენციას და ვიგებთ პედაგოგიური
ჩარევის შედეგს. კვლევას ვატარებთ, რათა მივიღოთ ქმედითი ზომები და პოზიტიური გავლენა
ვიქონიოთ გამოკვლეულ კონკრეტულ სასკოლო გარემოში საგანმანათლებლო ცვლილებებზე. კვლევაში
ჩართული პიროვნებები ერთ გუნდად ყალიბდებიან, პრობლემას თვალს უსწორებენ, ერთმანეთს
უზიარებენ მოსაზრებებს, იღებენ გადაწყვეტილებებს, იზიარებენ პასუხისმგებლობას და აღწევენ
სასურველ შედეგს. კვლევებში ერთვებიან ადამიანები, რომლებსაც უშუალოდ ადგება ზარალი
მოცემულ კვლევეში ჩართული არიან სსიპ 167-ე საჯარო სკოლის მე-8 კლასის მოსწავლეები,
მათი მშობლები და მათი ქიმიის მასწავლებელი
ნონა ანთიძე.
თავი 3
ლიტერატურის მიმოხილვა
ეროვნული სასწავლო გეგმის თანახმად, მნიშვნელოვანია, რომ მოსწავლეს ჩამოუყალიბდეს ინტერესი გარემომცველი
სამყაროს კვლევის, სიახლეთა აღმოჩენისა და შეცნობის მიმართ, აგრეთვე, განუვითარდეს კვლევა-ძიებითი უნარ-ჩვევები. ქიმიის, ისევე როგორც სხვა საბუნებისმეტყველო საგნების, სასკოლო კურსში სწავლების საბაზო და საშუა;ლო საფეხურებზე. გაწერილია შედეგები, რომლებსაც უნდა მიაღწიოს მოსწავლემ სასწავლო წლის ბოლოს
მრავალფეროვანი სასწავლო სტრატეგიების გამოყენება
მნიშნელოვანია არა მხოლოდ იმისთვის რომ მოსწავლეებში აღვძრათ მოტივაცია და ვუზრუნველვყოთ
სასწავლო პროცესში მათი ჩართულობა,არამედ იმისთვის, რომ ცოდნასთან ერთად მათ შეიძინონ
სხვადასხვა უნარ-ჩვევები.მაგალითად ინფორმაციის ორგანიზების, ტრანსფორმაციის და ანალიზის
უნარი,.მიზეზ-შედეგობრივი კავშირის დადგენის უნარი, სივრცე-დროითი ანალიზის უნარი,
ვარაუდის გამოთქმისა და არგუმენტირებულად მსჯელობის უნარი,ნამუშევრის წარდგენა- დაცვის უნარი, თანამშრომლობისა
და კომუნიკაციის უნარი და ა.შ.
·
პერკინსის აზრით
განათლების მთავარი
მიზანი უნდა
იყოს მიღებული
ცოდნის შენარჩუნება, გაგება-გააზრება
და გამოყენება.მისი აზრით
მოსწავლეები მაშინ
იძენენ ცოდნას,
როცა სწავლის
პროცესში ხდება
მისი გააზრება
·
.სოკრატული მეთოდის გამოყენების დროს მასწავლებელი სვამს
მხოლოდ პრობლემურ შეკითხვებს, რათა მოსწავლეები თავად მივიდნენ პრობლემის გადაწყვეტამდე.
·
კეთებით სწავლების
დროს ხდება ზუსტი ინფორმაციის მიწოდება ექსპერიმენტის ან სიმულაციისათვის.
·
თანამშრომლობითი
სწავლება მიზნად ისახავს მოსწავლეების ჩართვას თანამშრომლობაში
·
კრიტიკული აზროვნება
არის მრავალმხრივი მიზნებით განპირობებული აზროვნება, რომლის დახმარებითაც ხდება არსებული
ფაქტებისა და წარმოდგენების ხელახალი გააზრება და დასაბუთებული დასკვნის გამოტანა.
·
შემოქმედებითი
აზროვნება არის მოვლენათა ახლებურად ხედვის და პრობლემათა გადაჭრის ორიგინალური გზის
პოვნის უნარი.
პერკინსის აზრით, კარგად აზროვნება გულისხმობს საკუთარი აზროვნების პროცესის
მართვას, რომელიც მოიცავს იმის გააზრებას, თუ
·
რა შეკითხვები უნდა დაუსვა
საკუთარ თავს;
·
როგორ უნდა მოახდინო საკუთარი
აზროვნების მონიტორინგი და წარმართო იგი სწორი მიმართულებით;
·
როგორ უნდა გამოვიყენო
პრობლემის გადაჭრის სტრატეგიები და ა.შ. ეს ერთგვარად გავს საკუთარი აზროვნების შესწავლას,
ანუ რეფლექსიას. რეფლექსია კონკრეტულ საკითხსა ატრიალებს, ყველა კუთხით და ასპექტით განიხილავს,
რათა მნიშვლელოვანი არაფერი გამორჩეს რეფლექსიაზე საუბრისას ვხმარობთ ისეთ
გაკვეთილების დაგეგმვის
და განხორციელების პრაქტიკის გაუმჯობესება კვლევის ანგარიში სასწავლო პროცესის დაგეგმვა,
მართვა შეფასება მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი გვ. 52
სიტყვებს, როგორიცაა აწონ-დაწონვა, გააზრება, დამუშავება
ანუ იმ ტერმინებს, რომლებიც საგნებისა და მოვლენების ურთიერთდაპირისპირებას გულისხმობს.
ასევე პროცესთან მჭიდროდ დაკავშირებული: დაკვირვება შემოწმება, გადასინჯვა და გამოკვლევა
ტერმინები, რომლებიც ყურადღებით და გულისყურით დათვალიერებას და განხილვას გულისხმობს
.ეს არის მეტაკოგნიციის პროცესი. მეტაკოგნიცია არის აზროვნება საკუთარი აზროვნების
შესახებ, რაც მნიშვნელოვანია სწავლის სწავლისათვის. მოსწავლემ საშინაო დავალების მომზადებისას
შეიძლება აღმოაჩინოს, რომ მისთვის გაუგებარია წაკითხული ტექსტის შინაარსი, სწორედ ეს
პრობლემა ხდება მეტაკოგნიციის ამოქმედების ბიძგი .ბავშვი ცდილობს გაიაზროს,რა უშლის
ხელს ტექსტის გაგებაში, ანალიზის საფუძველზე კი მოსწავლე პრობლემის მოგვარებაზე ორიენტირებული
სტრატეგიების მოფიქრებას იწყებს ტექსტის მონაკვეთებად დაყოფა და თითოეული მონაკვეთის
განხილვა და სხვა. რაც უფრო მაღალია მოსწავლეებში მეტაკოგნიტური აზროვნება, მით უფრო
ეფექტურად სწავლობენ ისინი.
ასეთი უნარები
თავისთავად არ ვითარდება, მას ხელშეწყობა და თანმიმდევრული დახმარება სჭირდება. მასწავლებელი
უნდა დაეხმაროს მოსწავლეებს საკუთარი აზროვნების პროცესის გაცნობიერებასა და ამოქმედებაში,
ამისათვის მან მოსწავლეს უნდა ასწავლოს სწავლის ეფექტური სტრატეგიები, აჩვენოს მათი
გამოყენების მაგალითები, დაანახოს მათი საჭიროება. მასწავლებელმა დიდი ყურადღება უნდა
მიაქციოს იმას, რომ მოსწავლეებმა არა მხოლოდ ისწავლონ მასალა არამედ გამოიმუშაონ თავიანთი
სწავლის პროცესის მართვის უნარი.
განმავითარებელი შეფასებისა და დიფერენცირებული სწავლების მიდგომების გამოყენებას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს მოსწავლეთა
სწავლების მიდგომების, ასევე მოსწავლეთა სწავლის შედეგების გაუმჯობესებაში,
მაგრამ თუ ამ მიდგომებს არასწორად გავიგებთ და გამოვიყენებთ ჩვენს მოსწავლეებს ისინი
მცირედ თუ წაადგება.
თავი 4
მეთოდოლოგია
4.1 კვლევის სამიზნე ჯგუფი
1.
მე-8 კლასის მოსწავლეები და მათი მშობლები.
2.
მასწავლებელი.
4.2 შერჩევა
საჭიროა,როგორც რაოდენობრივი ასევე თვისობრივი კვლევის
განხორციელება,რათა გაირკვეს, რამდენად ესმით თანამედროვე მოსწავლეებს და მშობლებს,
თუ რა როლი უკავია სწავლების პროცესში ბავშვებთან სწორ მიდგომას, მათ დაინტერესებას,
სწავლების პროცესში სიხალისის ელემენტების შეტანას და რამდენად მჭიდროა კავშირი მშობელსა
და მასწავლებელს,მშობელსა და სკოლის ადმინისტრაციას შორის.
კვლევაში გამოვიყენე შერჩევის ორი ტიპი;
სრული
შერჩევა-საკვლევი პრობლემის შესწავლა, დაგეგმვა გამოკითხვის ჩატარება კითხვარების
საშუალებით კითხვარი განკუთვნილია მოსწავლეებისათვის და მშობლებისთვის.
მიზნობრივი
შერჩევა - კვლევის ფარგლებში ეს შერჩევა გამოვიყენე ფოკუს-ჯგუფის დროს, რომელიც
განხორციელდა სხვა მასწავლებლებთან.(დისკუსია)
4.3 მონაცემების შეგროვება
კვლევის სანდოობის გაზრდის მიზნით, მონაცემთა
შეგროვების მეთოდებად გამოვიყენე ფოკუს - ჯგუფი, კითხვარები, დაკვირვება.
ფოკუს-ჯგუფის ჩატარების მიზანი იყო მიმეღო
ინფორმაცია თუ რა დამოკიდებულება აქვთ მათ აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, ეფექტური
სტრატეგიების გამოყენების თვალსაზრისით აქვს თუ არა ამას დადებითი შედეგი.
ანკეტირება--როგორც ინტერვიუს სტრუქტურირებული
სახემომზადდა მე-8 კლასის მოსწავლეებისათვის და მათთ მშობლებისთვის გამოკითხვაში მონაწილეობა მიიღო 78 მოსწავლემ და
57 მშობელმა. მოსწავლეები და მშობლები ინფორმირებული
იყვნენ, რომ მონაწილეობას იღებდნენ კვლევაში, ისინი დიდი ხალისით ჩაერთნენ პროცესში
ცდილობდნენ ზუსტად შეესრულებინათ მასწავლებლის მითითებები, დაეწერათ შესაბამისი დავალებები.
კითხვარი იყო ანონიმური და შეიცავდა,როგორც დახურულ ასევე ღია კითხვებს.
დაკვირვება-- ყველაზე უფრო ხელმისაწვდომი
და გავრცელებული მეთოდი გამოვიყენე მთელი
პროცესის განმავლობაში, შემეფასებინა მათი ქმედებები .ეს იყო „ჩართული“ დაკვირვება,
რადგან მე ვიყავი დამკვირვებელიც და მონაწილეც, რამაც საშუალება მომცა არა მხოლოდ შემეგროვებინა
ინფორმაცია მოსწავლეებზე შემეფასებინა მათი ქმედებები და შედეგები, არამედ მთელი პროცესის
განმავლობაში ფოკუსირებულად ვაკვირდებოდი საკუთარ თავს.
4.4 კვლევის მონაწილე მხარეები
და მათი პასუხისმგებლობები.
ქიმიის მასწავლებელი , მე-8 კლასის მოსწავლეები,მათი
მშობლები და საბუნებისმეტყველო კათედრის მასწავლებლები.
·
კვლევის ინსტრუმენტების
შემუშავება ( ფოკუსჯგუფი, კითხვარი)
·
გამოკითხვა
·
გამოკითხვის შედეგების
ანალიზი
·
ინტერვენციის დაგეგმვა
·
ინტერვენციის შედეგების
ანალიზი
·
პროექტის ვადების დაცვა
·
შედეგების გაცნობა კოლეგებისათვის
4.5 კვლევის ვადები
აქტივობა
|
ოქტომბერი
|
ნოემბერი
|
დეკემბერი
|
იანვარი
|
თებერვალი
|
მარტი
|
აპრილი
|
მაისი
|
ივნისი
|
|
პრობლემის
იდენტიფიცირება
|
|
X
|
|
|
|
|
|
|
|
|
კვლევის
სავარაუდო გეგმის შემუშავება
|
|
X
|
|
|
|
|
|
|
|
|
კვლევის ჯგუფის შექმნა კითხვარის შედგენა და
დამუშავება
|
|
X
|
|
|
|
|
|
|
|
|
კვლევის ჯგუფის წევრთა შეხვედრები
|
|
X
|
X
|
|
X
|
X
|
X
|
X
|
|
|
გამოკითხვა
|
|
|
X
|
|
|
|
|
|
|
|
გამოკითხვის შედეგების და მისი ანალიზი
|
|
|
|
|
X
|
|
|
|
|
|
სავარაუდო ინტერვენციების განხილვა
|
|
|
|
|
|
X
|
|
|
|
|
ინტერვენციის განხორციელება
|
|
|
|
|
X
|
X
|
X
|
X
|
|
|
ინტერვენციის შედეგების
ანალიზი
|
|
|
|
|
|
|
X
|
|
|
|
პრეზენტაცია სასკოლო საზოგადოებასთან შედეგების გაცნობა
|
|
|
|
|
|
|
|
X
|
|
|
თავი 5
კვლევის შედეგები
5.1 გამოკითხვის შედეგების
ანალიზი
მე-8 კლასის მოსწავლეთა გამოკითხვის მიზანი იყო დამედგინა ის
სირთულეები, რომლებიც მოსწავლეებს შეიძლება ჰქონდეთ ახალი საგნის, ქიმიის სწავლის პროცესში,
თუ რა დამოკიდებულება აქვთ მოსწავლეებს საკუთარი სწავლის პროცესის მიმართ, იყენებენ
თუ არა სწავლის ეფექტურ სტრატეგიებს მასალის უკეთ აღქმისა და დამახსოვრებისათვის, ახორციელებენ
თუ არა საკუთარი სწავლის პროცესის დაგეგმვას, მონიტორინგს და შეფასებას, ეხმარებათ
თუ არა ვინმე საშინაო დავალების მომზადებისას გამოკითხვის შედეგების ანალიზმა აჩვენა
შემდეგი სურათი.
გამოკითხვის შედეგებით
დადგინდა
მოსწავლეთა გამოკითხვის შედეგად მივიღე შემდეგი სურათი
\რა
დროს ანდომეფ საშინაო დავალების მომზადებას ქიმიაში?
|
მოსწავლეთა პროცენტი
%
|
25 – 30 წთ
|
44,11%
|
10 – 20 წთ
|
22, 05%
|
გაკვეთილის სირთულის მიხედვით
|
4,41%
|
არ მეცადინეობს
|
2,94%
|
იყენებ თუ არა სწავლის სტრატეგიებს?
|
მოსწავლეთა პროცენტი %
|
იყენებს
|
38,23%
|
არ იყენებს
|
58, 82%
|
გაკვეთილს სწავლობ
და შემდეგ წერ დავალებას?
|
მოსწავლეთა პროცენტი %
|
ჯერ გაკვეთილს
ვსწავლობ
|
69,11%
|
ჯერ დავალებას
ვწერ
|
14,70%
|
ხან ჯერ გაკვეთილს
ვსწავლობ, ხან დავალებას ვწერ
|
13,23%
|
რისი სწავლა გიჭირს
ქიმიაში?
|
მოსწავლეთა პროცენტი %
|
ტერმინები, წესები
|
23,51%
|
ქიმიური ფორმულები
და განტოლებები
|
55,88%
|
ამოცანები
|
8,82%
|
არაფერი არ უჭირს
|
16,17%
|
ყველაფერი უჭირს
|
4,4%
|
|
|
როგორ ხვდები
რომელი ინფორმაციაა მნიშვნელოვანი პარაგრაფში?
|
მოსწავლეთა პროცენტი
%
|
მნისვნელოვანს
გამოყოფენ სატაურის მიხედვით
|
45,58%
|
მნიშვნელოვანია
შავი შრიფტით დაწერილი
|
30,88%
|
ვერ ხვდებიან
|
19,11%
|
როგორ ამოწმებ
იცი თუ არა გაკვეთილი?
|
მოსწავლეთა პროცენტი
%
|
გაკვეთილს ყყვება
თავისთავს
|
70,58%
|
გაკვეთილს აბარებს
მშობელს(უფროსს)
|
25%
|
არ ამოწმებს
|
2,94%
|
კატეგორია 1----რა დროს ანდომებენ შაშინაო დავა ლების
მომზადებას ქიმიაში?
კატეგორია 2 ----იყენებს თუ არა სწავლის დროს სხვადასხვა
სტრატეგიებს?
კატეგორია 3 ----
გაკვეთილს სწავლობ და შემდეგ წერ დავალებას?
კატეგორია 4 ---- რისი სწავლა გიჭირს ქიმიაში?
კატეგორია 5 ---- როგორ ხვდები რომელი ინფორმაციაა მნიშვნემოვანი
პარაგრაფში?
კატეგორია 6 ---- როგორ ამოწმებ იცი თუ არა გაკვეთილი?
მშობელთა გამოკითხვის შედეგად მივიღე შემდეგი სურათი
მშობლის აზრი შვილის სწავლის ხარისხთან მიმართებაში.
|
მშობელთა პროცენტი%
|
სწავლობს კარგად
|
38,09%
|
სწავლობს საშუალოდ
|
61,53%
|
შვილის სწავლით უკმაყოფილოა
|
7,69%
|
ზრდის მოსწავლეთა სწავლის მოგტივაციას
|
მშობელთა პროცენტი %
|
მასწავლებლის სწავლების სტილი
|
26,92%
|
წახალისება
|
53,84%
|
მოსწავლის შინაგანი მოტივაცია იყოს წარმატებული
|
15,38%
|
ამცირებს მოსწავლეთა სწავლის მოტივაციას
|
მშობელთა პროცენტი %
|
ინტერნეტის არამიზნობრივი გამოყენება
|
15,38%
|
მასწავლებლის მიერ უინტერესოდ ჩატარებული გაკვეთილი
|
26,92%
|
უფროსების მხრიდან უყურადღებობა, არაკეთილგანწყობა და დასჯა .
|
53,84%
|
მშობლს ჩართულობა შვილის სწავლის პროცესში
|
მშობელთა პროცენტი %
|
აქტიურად არის ჩართული
|
53,84%
|
არასაკმარისად არის ჩართული
|
54,61%
|
არ არის ჩართული
|
11,53%
|
მშობლის მოლოდინები შვილის მომავლის მიმართ
|
მშობელთა პროცენტი %
|
დადებითი
|
61,53%
|
გაურკვეველი
|
38,46%
|
რა დროს ანდომებს ქიმიის სწავლას თქვენი შვილი
|
მშობელთა პროცენტი %
|
დაახლოვებით ერთი საათი
|
38,46%
|
დაახლოვებით ნახევარი საათი
|
42,30%
|
დაახლივებით 10 – 15წ
|
19,23%
|
რისი სწავლა უჭირს თქვენს შვილს ქიმიაში
|
მშობელთა პროცენტი %
|
ტერმინები, წესები
|
11,53%
|
ქიმიური ფორმულები და ტოლობები
|
26,92%
|
ამოცანები
|
15,38%
|
არაფრის სწავლა არ უჭირს
|
42,30%
|
უჭირს ქიმიის სწავლა
|
7,69%
|
კატეგორია
1 ---- როგორია თქვენი აზრი თქვენი შვილის სწავლასთან მიმართებაში?
კატეგორია
2 ---- რა ფაქტორი უმაღლებს სწავლის მიტივაციას თქვენ შვილს?
კატეგორია
3 ----რომელი ფაქტორი უშლის ხელს თქვენს შვილს სწავლაში?
კატეგორია
4 ---- როგორია თქვენი ჩართულობა თქვენი შვილის სწავლაში?
კატეგორია
5 ---- როგორია თქვენი მოლოდინები თქვენი შვილი მიმართ?
კატეგორია
6 ---- რა დროს ანდომებს თქვენი შვილი ქიმიის სწავლას?
ცისფერი ----საერთოდ უჭირს სწავლა
ლურჯი ---- უჭირს ტერმინების და წესების სწავლა
მწვანე ---- უჭირს ამოცანების ამოხსნა
წითელი---- ქიმიური ფორმულები და განტოლებები
იასამნისფერი ----საერთოდ არაფრის სწავლა არ უჭირს
აღმოჩნდა,
რომ მოსწავლეთა უმეტესობა არ გეგმავს საკუთარი სწავლის პროცესს, მეცადინეობს სხვადასხვა
სტრატეგიების გამოყენების გარეშე მათ არ აქვთ გაცნობიერებული სწავლის ეფექტური სტრატეგიების
როლი სწავლის პროცესში, ფაქტია, რომ, ამას ჩვენ მასწავლებლები, არ ვაკეთებთ სათანადოდ
მოსწავლეთა ნაწილი მნიშვნელოვან ინფორმაციად მიიჩნევენ ტექსტის მხოლოდ იმ ნაწილს ,
რომელიც მუქი შრიფტით არის მოცემული, ან თვლიან, რომ საყურადღებო, მხოლოდ წესებია
. მოსწავლე ნაწილი აღნიშნავს, რომ მნიშვნელოვან ინფორმაციას ხაზს უსვამს
მასწავლებელი: ერთი მოსწავლე წერს: „მნიშვნელოვანია ის, რაც გამოდგება ცხოვრებაში ან
სკოლაში“. იმისათვის , რომ მოსწავლემ შეძლოს არსებითი ინფორმაციის მეორეხარისხოვანისგან
გარჩევა, ვალდებულები ვართ ამას ხაზი გაუსვათ ყოველ ჯერზე დავსვათ ისეთი კითხვები,
რომ მოსწავლემ ყურადღება გაამახვილოს მთავარსა და არსებითზე. შესაძლებელია ვთხოვოთ
წაიკითხონ ტექსტი და მონიშნონ ყოველ აბზაცში მთავარი აზრი.
მოსწავლეთა უმრავლესობას უჭირს ტერმინების დამახსოვრება.
ზოგიერთმა აღნიშნა, რომ ხშირად არ ესმის ტერმინის განმარტება. ამიტომ უჭირს დამახსოვრებაც, მოსწავლეთა
უმრავლესობა მარტო მეცადინეობს, რომ, თუ დასჭირდა
დახმარებისათვის მიმართავს უფროსს ან ცდილობს ინტერნეტში მოიძიოს ინფორმაცია, რაც შეეხება
მეგობართან ერთად მეცადინეობას, პასუხებიდან გამომდინარე, მხოლოდ რამდენიმეს მიუმართავს
ამ მეთოდისთვის, ისიც ერთი-ორჯერ. ერთ-ერთი მოსწავლე აღნიშნავს, რომ „ ვცადე, მაგრამ
ვერ ვისწავლე, რადგან ვთამაშობდითო.
მონაცემთა ანალიზის შემდეგ დაიგეგმა სამი სახის ინტერვენცია:
- გაკვეთილზე მასწავლებლის ქმედებაში ცვლილებების
შეტანა - გულისხმობს მასწავლებლის მიერ სწავლის ეფექტური სტრატეგიების აქტიურ
და მიზანმიმართულ სწავლებას საგაკვეთილო პროცესის დროს. შესაბამისი აქტივობების
დაგეგმვას და განხორციელებას, პროცესის მონიტორინგს და შეფასებას.
- მოსწავლეებისათვის სწავლის ეფექტური სტრატერიების მნიშვნელობის გაცნობიერება--გულისხმობს
მოსწავლეთა მიერ სტრატეგიების აქტიურ გამოყენებას, საკუთარი სწავლის პროცესის
დაგეგმვას, მონიტორინგს და შედეგების ანალიზის საფუძველზე დასკვნების გამოტანას.
- მშობლის აქტიურ მონაწილეობას მისი შვილის სწავლებაში-გულისხმობს,
მასწავლებლის და მშობლის მჭიდრო კავშირს ბავშვის წარმატებული სწავლისათვის.
თავი 6
კკკვლევის დღიური
/ ჩანაწერებივის
6.1 07.11.2018 წ სკოლის ადმინისტრაცია დაინტერესდა ჩემი კვლევის თემით და მირჩია ფოკუსჯგუფში
და სხვა აქტივობებში ჩავრთო ყველა მე-8 კლასის მოსწავლეები, ასევე მათი მშობლები და
საბუნებისმეტყველო კათედრის მასწავლებლები, რასაც ინტერესით გამოვეხმაურენ კოლეგები.
14.11.2018წ შევხვდით საბუნებნებისმეტყველო კათედრის წარმომადგენლები,
რათა გაგვეზიარებინა ერთმანეთისთვის ჩვენი მოსაზრებები. შეხვედრა საინტერესოთ წარიმართა,
რადგან ყველა ჩვენთაგანს აწუხებს, სასწავლო პროცესთან დაკავშირებული მსგავსი პრობლემები
და ჩვენი მოსაზრებების შეჯერება ნამდვილად სასარგებლო იქნება ყველა ჩვენთაგანისთვის
და რაც მთავარია მოსწავლეებისათვის.
21.11. 2018 წ სკოლის ადმინისტრაციასთან, საბუნებისმეტყველო
კათედრის წარმომადგენელ მასწავლებლებთან , მოსწავლეებთან და მშობლებთან დისკუსიის შემდეგ
შევიმუშავე კვლევის სავარაუდო გეგმა.
05.12.2018 წ ჩავატარე პირველი ფოკუსჯგუფი მე-8 კლასის მოსწავლეებთან(დანართი1)
მოსწავლეების დისკუსია იყო საინტერესო,წარმოთქმული თემები,ძირითადად ეხებოდა
იმ აქტივობებს,რომელსაც ისინი ხალისიანათ ასრილებენ სასწავლო პროცესში, როგორიცაა ექსპერიმენტები,
ვიდეორესურსები, მათ მიერ დამზადებული რესურსები,და ა.შ.
27. 12.
2018 წ შევხვდი მშობლებს , რადგან ისინი
მნიშვნელოვან გავლენას ახდენენ სწავლა-სწავლების პროცესზე.(დანართი 2)
21.02. 2019 წ ჩავატარე გაკვეთილი ,რომლის მიზანი იყო მოსწავლეებს
უკეთ გაეგოთ როგორ გამოვსახოთ და გავატოლოთ ქიმიური რეაქციის ტოლობა,ასევე სიღრმისეულად
ჩაწვდომოდნენ ერთერთი ფუნდამენტური კანონის, „ მასის მუდმივობის“ კანონის არსს, ამისათვის
მოსწავლეებს დავურიგე სხვადასხვა ფერის პლასტელინები.თითოეული ფერით, გამოძერწავდნენ
ერთი ელემენტის ატომებს. შემდეგ დაფაზე ვუწერდი ქიმოური რეაქციის ტოლობებს,რომელიც
უნდა გაეტოლებინათ და გამოეძერწათ .მოსწავლეებმა ამოცანას ხალისიანად და წარმატებით
გაართვეს თავი. ისინი კმაყოფილი დარჩნენ. და აღნიშნეს,რომ მოცემული აქტივობა მოეხმარათ
მოცემული თემის კარგათ გააზრებაში.
28.02.1019 წ. ქიმიის ერთერთი
ფუნდამენტური კანონის „შედგენილობის მუდმივობის კანონის“სიღრმისეულად გასაგებად და
ცოდნის გასამტკიცებლად ჩავატარე გაკვეთილი, სადაც ცდის საშუალებით მოსწავლეებმა დაინახეს,
რომ ნივთიერებები ერთმანეთთან ურთიერთქმედებენ ზუსტად განსაზღვრული რაოდენობებით. მოსწავლეები
მოცემულ ცდას აკეთებდნენ ჯგუფებში შემდეგ კი შეავსეს ექსპერიმენტული სამუშაოსათვის
განკუთვნილი ცხრილები. მათ აღნიშნეს, რომ ასეთი სამუშაო მათ ახალისებთ და ეხმარებათ
მასალის უკეთ აღქმქში.
08.03.2019 წვის პროცესის შესწავლისას მოსწავლეები
გაეცნენ ქიმიური ნაერთების ერთერთ წარმომადგენლებს, ოქსიდებს. მრავალმხრივი აქტივობების: გონებრივი იერიში, სადემონსტრაციო ცდა, მიზნობრივი
სავარჯიშოები ჩვენ მოვიტოვეთ დრო თამაშისთვის, რომლის მიზანი იყო მოსწავლეებს კარგად
დაემახსოვრებინათ ოქსიდების შედგენილობა და განესხვავებინათ ისინი ქიმიური ნაერთების
სხვა კლასებისაგან. ეს თამაში ხორციელდებოდა წყვილებში.თამაშისთვის საჭირო მასალა მოსწავლეებმა
თვითონ დაამზადეს.ჩვეულებრივი სათამაშო კარტისხელა კარდონის ფურცლებზე ჩემი მითითებით
დაწერეს ოქსიდების, მჟავების,ფუძეების და მარილების
ფორმულები. ასეთი კარდონის ფურცლები თანაბრად დარიგდებოდა წყვილებში და ვინც უფრო სწორად
და მოხერხებულად ამოარჩევდა ოქსიდებს ის იყო გამარჯვებული შესრულებული სამუშაოს მიხედვით
მოსწავლეები თვითონ აფასებდნენ ერთმანეთს. ასეთი აქტივობით ბავშვები გახალისდნენ და
მასალაც უკეთ აითვისეს.
21.03. 2019.წ მე-8 კლასებისთვის
ჩავატარე სასწავლო ექსკურსია მოსწავლეებს საშუალება ჰქონდათ გაცნობოდნენ სხვადასხა
სახალისო ცდებს და საინტერესო ინფორმაციიას.
27.03. 2019 წ მე-8 კლასის მოსწავლეებთან
დავგეგმე ვიდეომასალის ჩვენება, იმ მიზნით, რომ რეალურად შეეფასებინათ და გაეაზრებინათ,რომ
ყველაფერი ჩვენს ირგვლივ და ასევე ჩვენც ნივთიერებებისგან შევდგებით. ვიდეომასალაში
ნაჩვენებია, სოფლის მეურნეობაში, მედიცინაში, მშენებლობაში და ა.შ. რა მნიშვნელოვანია
იმ მასალის ცოდნა, რასაც ჩვენ შევისწავლით. ვიდეომასალის ჩვენებას თან ახლდა ჩემი განმარტებები
04.04.2019 წ. მე-8 2კლასში ჩავატარე სამოდელო გაკვეთილი „კვლავ
მეტალების თვისებების შესახებ“ ამ გაკვეთილის მიზანია მოსწავლემ უნდა შეძლოს;
·
ერთმანეთისაგან განასხვავონ ოქსიდი ,მჟავა ,ფუძე
და მარილი
·
გაიაზრონ ნაერთთა კლასებს შორის კავშირი;
·
ცდის შედეგების მიხედვით გააანალიზონ და დასკვნა გამოიტანონ მეტალის აქტიურობის
შესახებ
ამ
გაკვეთილზე გამოჩნდა მოსწავლეთა მონდომება და ცოდნა,რითაც კმაყოფილი დავრჩით მოსწავლეები,
სკოლის ადმინისტრაცია და რა თქმა უნდა მეც მათი მასწავლებელი.
18.
04. 2019 წ მე-8 კლასებში ჩავატარე გაკვეთილი, რომლის მიზანი იყო მოსწავლეებს ემუშავათ
ვირტუალური ლაბორატორიით. ეს გაკვეთილი ჩავატარეთ
საპრეზენტაციო საკლასო ოთახში, რათა ყველა მოსწავლეს ჰქონოდა საშუალება ემუშავა კომპიუტერით
ინდივიდუალურათ ვირტუალური ლაბორატორიით, რის შემდეგაც მათ უკვე ექნებოდათ ვირტუალური
ლაბორატორიით მუშაობის გამოცდილება და სახლშიც შეძლებენ ისარგებლონ ვირტუალური ლაბორატორიით.
მოსწავლეებმა აღნიშნეს, რომ ასეთი გაკვეთილი და ამ გაკვეთილზე მიღებული გამოცდილება
მათ მოეხმარებათ მასალის კარგად ათვისებაში.
05.
2019 წ. მე-8 კლასებში ჩავატარე გაკვეთილი,რომლის მიზანი იყო მოსწავლეებს თავის
ხელით დაემზადებინათ რესურსი, რომელიც მათ დაეხმარება ქიმიური ნაეთების ფორმულების
და ქიმიური რეაქციის ტოლობების შეწავლაში და მათი წერის უნარ-ჩვევის გამომუშავებაში.
მოსწავლეები
დაყოფილი იყო ჯგუფებად თითოეულ ჯგუფს მიცემული ჰქონდა განსხვავებული დავალება ერთი
ჯგუფი ამზადებდა- ქიმიურ ლოტოს მეორე -ქიმიურ კარტს მესამე- ქიმიურ რუბიკ-კუბიკს მეოთხე-მასალას
თამაშისათვის გამოიცანი ნივთიერება თვისებების მიხედვით
მათ
დავალებებს თავი კარგად გაართვეს.ხალისიანად და ნაყოფიერად გავიდა გაკვეთილი ეს თამაშები
ამაღლებს მოსწავლეთა მოტივაციას და ეხმარება ქიმიური ნივთიერებების ფორმულების და ქიმიური
რეაქციების წერაში.
05.
2019 წ ჩავატარეთ ღონისძიება „სახალისო ქიმიური ექსპერიმენტები“
05.2019
წ. მე-8 კლასებში ცავატარე კონფერენცია თემაზე „ატომის აგებულება პერიოდული სისტემა,
იმ მიზნით რომ გამერკვია მოსწავლეთა ცოდნა.
* შეძლონ
განასხვავონ ატომი და იონი
* შეძლონ
ელემენტის ატომის ელექტრონული ფორმულის შედგენა
* შეძლონ
ელექტრონული ფორმულის მიხედვით დაადგინონ ელემენტის მდებარეობა პერიოდულ სისტემაში
*
შეძლონ ივარაუდონ ელემენტის თვისებები პერიოდულ სისტემაში მდებარეობის მიხედვით.
05.2019
წ. მე-8 კლასებში ჩავატარე მონიტორიგი იმ მიზნით,რომ გამერკვია ინტერვენციის შედეგები.(დანართი
3)
05.2019 წ. ჩავატარე მეორე
ფოკუსჯგუფი მოსწავლეებთან,მიზანი იყო გამეგო რა გავლენა მოახდინა ინტერვენციამ მათ
სწავლა-სწავლების პროცესზე.(დანართი3,4)
ინტერვენციის აღწერა და მისი შედეგები
6.2 ინტერვენცია
კვლევის დაწყებამდეც
გაკვეთილზე ვიყენებდი მრავალფეროვან მეთოდებს, აქტივობებს და რესურსებს როგორიცაა მაგალითად;
„ვიცი მინდა ვიცოდე გავიგე“ ჯგუფური მუშაობის სეგმენტური მეთოდი,მეთოდი „ყვავილი“ წყვილებში,ჯგუფებში და ტრიადებში,,ასევე „სასწავლო
გაცჩერებები“. ახალი მასალის ახსნის დროს ხშირად ვიყენებდი განმავითარებელი შეფასების
ერთერთ ინსტრუმენტს შუქნიშანს , აქტიურად ვიყენებდი „შესასვლელ“და „გასასვლელ“ ბილეთებს ა.შ.
ინტერვენციის საწყის ეტაპზე დავგეგმე გაკვეთილები,
სადაც შევიმუშავე ერთიანი მიდგომა იმისათვის,რომ მოსწავლეებმა უკეთ აითვისონ მასალა
მოსწავლეთა, დაინტერესების მიზნით ახალი მასალის განხილვისას გამომეყენებინა მრავალფეროვანი
აქტივობები მაგ. ვიდეომასალის ჩვენება, სადაც
ნათლად ჩანს,რომ სამყარო, რომელშიც ჩვენ ვცხოვრობთ, შედგება იმ ნივთიერებებისაგან რომლებიც
უნდა შევისწავლოთ. რომ მათ შესწავლას დიდი მნიშვნელობა აქვს ჩვენი კეთილდღეობისათვის.
ასევე მოსწავლეები მიზნობრივად ატარებდნენ ცდებს (განსაზღვრავენ სხვადასხვა ხსნარებში
და ნიადაგის სინჯებში PH-ის მნიშვნელობებს) მასწავლებლის ახსნის შემდეგ მოსწავლეები თავის ხელით
დაამზადებდნენ ოქსიდების, მჟავების , ფუძეების და მარილების მოდელებს. შემდეგ კი ერთმანეთს
გამოცდიდნენ და შეაფასებდნენ სათანადო მასალის ცოდნაში.თუ მასწავლებელი ჩათვლის, რომ
მოსწავლეები კარგად ანსხვავებენ ოქსიდებს, მჟავებს, ფუძეებსა და მარილებს შემდეგ გადავა უფრო რთულ აქტივობებზე -სავარჯიშოებზე,
სადაც უნდა გამოჩნდეს,რომ მოსწავლეები თავისუფლად წერენ ნაერთთა კლასების ფორმულებს,
მაგალითად მე, ვთხოვდი მოსწავლეებს ინდივიდუალურად
გაეცნონ ტექსტს. და დაწერონ 5 კითხვა, რომელიც ორიენტირებული იქნება მთავარსა და არსებითზე
მასალაში. მათ უნდა ჰქონდეთ პასუხებიც აღნიშნულ კითხვებზე. ამის შემდეგ მასწავლებელი
სთხოვს მოსწავლეებს, დაჯგუფდნენ ტრიადებათ და „ აზროვნების სამი სკამის“ გამოყენებით
გააცნონ ერთმანეთს მასალა ამ დროს ერთი კითხვების ( თავის მიერ შედგენილი) დამსმელია,
მეორე მოპასუხე და მესამე შემფასებელი. 2-2 წთ-ის შემდეგ როლები იცვლება. სამივე მონაწილე
აღმოჩნდება ყველა როლში მასწავლებელი აკვირდება სიტუაციას და ბოლოს სთხოვს მოსწავლეებს
გააცნონ თავიანთი ჩანაწერები. შემფასებლის პოზიციიდან. აღნიშნული მეთოდით ინფორმაციის
გადამუშავება მოსწავლეებს ეხმარება ისეთი კითხვების ფორმულირებაში, რომლებიც ორიენტირებული
იქნება ძირითად ინფორმაციაზე, ცნებებსა და ფაქტებს შორის მიზეზ- შედეგობრივი კავშირების
დანახვაზე: უვითარებს დაკვირვების, შეფასების უნარებს. ამასთან ეს ხდება სახალისო ფორმით,
რაც ზრდის მოტივაციას, ჩართულობას და ხელს უწყობს მასალის უკეთ გააზრება- დამახსოვრებას.
ასევე, იმისათვის ,რომ მოსწავლეებმა ხალისიანად შეძლონ ქიმიური ტოლობების წერა პირველ
ეტაპზე ჩვენ ვიყენებდით თამაშებს, ქიმიური კარტი,ქიმიური ლოტო, ქიმიური რუბიკ კუბიკი.
მოსწავლეები ეჩვევიან ქიმიურ ფორმულებს და უადვილდებათ ქიმიური ტოლობების წერა.
თემის-„ატომის აგებულება პერიოდული სისტემა“-ის შესწავლა
მოსწავლეების მხრიდან, ჩემი დაკვირვების საფუძველზე ნაკლებ ძალისხმევას საჭიროებს,
მაგრამ ამ თემის განხილვის დროსაც საგაკვეთილო პროცესში ვიყენებ მრავალფეროვან სტრატეგიებს:
მოდელირება, ვიდეორესურსები,მოსწავლეთა ხელით დამზადებული ატომის მოდელები, და ა.შ.
ყოველთვის ხაზს უსვამს ახალ ტერმინებსა და ძირითად
ცნებებს განმარტების დროს. კითხვებს სვამს ისეთი ფორმით, რომელიც გათვლილია არსებითი
და მეორეხარისხოვანი იდეების გამიჯვნისათვის. ახალი მასალის ახსნისას მოსწავლეებს სთხოვს
მოვლენის ან საგნის აღწერას და განსაზღვრას, ხოლო შემდეგ კი ცდილობს დაასაბუთებინოს
საკუთარი აზრი ეს ორივე ეტაპი მოსწავლისაგან ინტერპრეტაციის გაკეთებას და მისი მხარდამჭერი
არგუმენტების მოძიებას მოითხოვს.
ხშირად ვიყენებ ისეთ შეკითხვებს, რომლებიც საფუძველს
ამზადებს სააზროვნო მოქმედების განზოგადებისათვის.მოდით
დავფიქრდეთ, თუ რას ვაკეთებთ ახლა ?როგორ ვაკეთებ?რა შედეგს მოგვქცემს ასეთი ქმედება?
მსგავსი შეკითხვები მოსწავლეს
საშუალებას აძლევს გაანალიზოს, თუ რა ნაბიჯი უნდა გადადგას რომელიმე სააზროვნო მოქმედების
შესასრულებლად . ასეთი მიდგომით ვცდილობ მეტაკოგნიტური ( დაგეგმვა, მონიტორინგი, შეფასება
) უნარების განვითარებას მოსწავლეებში.
არსებული ცოდნის გახსენება / კონსტრუირებისათვის გაკვეთილის ახსნას ყოველთვის ვიწყებ იმ საკითხების
გახსენებით, რომლებიც კავშირშია ახალ თემასთან, ვსვამ შეკითხვებს:რა ვიცი უკვე ამ თემის
შესახებ?რა მინდა რომ ამ თემის შესახებ გავიგო?
ასეთი ფორმით დასმული
შეკითხვები მოსწავლეებს ეხმარება გაიხსენონ არსებული ცოდნა და დააკაბშირონ ახალ მასალასთან
. ამ დროს მოსწავლეები იყენებენ სხვადასხვა კოგნიტურ სქემას, მაგ. ვენის დიაგრამა,
შედარების მატრიცა, და ა.შ. ამ დროს უხსნი მოსწავლეებს ჩანაწერების გაკეთების მნიშვნელობას,
ვაჩვენებ, როგორ შეიძლება ჩანაწერების გაკეთება.ვაძლევ გეგმის შედგენის ნიმუშს. ვთხოვ
ყურადღებით მოისმინონ ჩემი საუბარი და გააკეთონ მოკლე ჩანაწერი, რასაც ისინი მნიშვნელოვნად
მიიჩნევენ ხდება ამ ჩანაწერების განხილვა, სწორი ჩანაწერები საშუალებას აძლევს მოსწავლეებს
დაუბრუნდნენ და ხელახლა გაანალიზონ მოწოდებული ინფორმაცია.
გაგება - გააზრების შემოწმებისათვის სწავლის პროცესში ვთხოვ მოსწავლეებს, შეჩერდნენ ერთი
წუთით და საკუთარ თავს დაუსვან კითხვა :რა გავიგე ამ მასალის წაკითხვისას? ჩამოწერონ
ყველაფერი, რაც დაამახსოვრდათ, შემდეგ წაიკითხონ ისევ მასალა და შეადარონ, ხომ არ გამორჩათ
გამორჩათ თემაში განხილული ძირითადი თემა თუ ცნება.
ხშირად ვამუშავებენ მოსწავლეებს ჯგუფებში და
ვთხოვ ურთიერთშეფასებისა და თვითშეფასების გაკეთებას ვასწავლი სწორად დაგეგმონ სწავლის
პროცესი. მეცადინეობა დაიწყონ დროულად, დაალაგონ შესასწავლი მასალა ჯერ ისწავლონ თეორიული
მასალა და შემდეგ შეასრულონ წერითი დავალება. მასალის უკეთ ათვისებისათვის გამოიყენონ
გაკეთებული ჩანაწერები. მარკირების საშუალებით ხაზი გაუსვან ძირითად, არსებით საკითხებს:
აკონტროლონ მისდევს თუ არა დაგეგმილს და შეაფასონ, როდის გადიან უკეთეს შედეგზე: როცა
დაგეგმა, თუ სანამ დაგეგმავდა.
მოსწავლეების მოტივაცია ასევა საგრძნობლად გაიზარდა,
ექსპერიმენტარიუმში ექსკურსიაზე, სადაც მათ ჰქონდათ საშუალება ენახათ სახალისო ცდები,
მოესმინათ საინტერესო ინფორმაცია და გაუჩნდათ სურვილი ჩვენც სკოლაში ჩაგვეტარებინა
მსგავსი ღონისძიება, რასაც სიამოვნებით დავთაბხმდი და განვახორციელეთ, კიდეც.ძალიან
გამახარა ამ პროცესებში მშობლების ჩართულობამ, რადგან მათ უდიდერი როლი ენიჭებათ ჩვენს
სწავლა-სწავლების პროცესში.
თემაზე „ატომის აგებულება პერიოდული სისტემა“
ჩავატარე მოსწავლეთა კონფერენცია მოსწავლეებმა დაამუშავეს თემები ატომის აგებულებაზე, პერიოდულ სისტემაზე ამ თემაზე
საკმაოდ მრავლადაა ინტერნეტრესურსები,ასევე მივუთითე ლიტერატურა, რომლითაც უნდა ესარგებლათ. ეს იყო მათთვის პირველი კონფერენცია,რომელიც ხალისიანად
და ნაყოფიერად ჩატარდა.კონფერენციას ესწრებოდნენ; სკოლის ადმინისტრაცია, მასწავლებლები.
თემაზე „ გეოლოგიური გარდაქმნები“ გააკეთეს პროექტები. მოსწავლეთა პრეზენტაციებშიგანხილული იყო ისეთი საკითხებიც მოცემულ თემაზე, რომლებიც სახელმძღვანელოში
არ იყო მათი პროექტები საინტერესო და მრავალფეროვანი იყო მოიცავდა,როგორც სახელმძღვანელოს
ისე დამატებით(მოძიებულ) მასალებს.
ჩავატარე მეორე ფოკუსჯგუფი მოსწავლეებთან,რათა,
რათა გამერკვია ინტერვენციის შედეგები.
ჩავატარე ფოკუსჯგუფი მასწავლებლებისათვის, დისკუსია
იყო საინტერესო მასწავლებლებმა გამოთქვეს საინტერესო იდეები მათემატილის და საბუნებისმეტყველო
საგნების სწავლებასთან დაკავშირებით, რადგან მოსწავლეების გარკვეულ ნაწილს უჭირს სწორედ ამ საგნების შესწავლა
და ეს საყოველთაოდ აღიარებული პრობლემაა. მასწავლებლებმა აღნიშნეს, რომ საჭიროა,სისტემატური
დაუღალავი მუშაობა მოსწავლეებთან მრავალმხრივი მეთოდების, სტრატეგიების და აქტივობების
გამოყენებით. ამ დროს მოსწავლეების მოტივაცია იზრდება, სწავლა უფრო ხალისიანი ხდება.
აუცილებელია ხშირი მონიტორინგი, რომ მოსწავლემ იგრძნოს პასუხისმგებლობა და არ მოდუნდეს.
6.3 ინტერვენციის შედეგები.
ინტერვენციის შეფასებისათვის გამოვიყენე მოსწავლეების
გამოკითხვა კითხვარებით და ასევა მონიტორინგი, რათა დავრწმუნებულიყავი, რომ მოსწავლეთა
შედეგები მართლაც გაუმჯობესდა ჩემს მიერ დაგეგმილი ინტერვენციების შედეგად დაგეგმილი
გაკვეთილებით შესაბამისი აქტივობებით, (ექსპერიმენტი,
სახალისო თამაშები, რესურსების შექმნა, სათანადო მრავალჯერადი ჩანაწერები, სახალისო
შეჯიბრებები და სხვა.) მოსწავლეები ნაკლებად იცნობდნენ, და იყენებდნენ სწავლის ეფექტურ სტრატეგიებს მომიწია ბევრჯერ ამეხსნა მათთვის ამ სტრატეგიების
გამოყენების მნიშვნელობა დასაწყისში განვუმარტე რომ ყოველთვის , გაკვეთილის ახსნისას,
გამოვიყენებდი ერთსა და იმავე სქემებს, ავუხსნი მათი გამოყენების ტექნიკა, ის თუ რატომ
ჯობდა ამის ასე გაკეთება ამას დიდი დრო მიჰქონდა, თუმცა თანდათან ეს დრო შემცირდა,
ბავშვები ხალისით გამომყვნენ ჩაერთნენ პროცესში. მე ყოველთვის ხაზს ვუსვამდი, რომ ყურადღება
მიექციათ ჩემი განმარტებისთვის, დაკვირვებოდნენ როგორ კითხვებს ვსვმდი მთავარი და მეორეხარისხოვანი
ინფორმაციის გამიჯვნისთვის, ვთხოვდი თვითონაც
დაესვათ კითხვები ტექსტის უკეთ გააზრებისთვის. საშინაო დავალებად ვთხოვდი გაკვეთილის
თითოეული აბზაციდან დაეწერათ ძირითადი და ის
დაემახსოვრებინათ,. წესი ესწავლათ ზეპირად
და შემდეგ საკუთარი სიტყვებით განემარტად ჩემთვის ტერმინებისთვის გაეკეთებინათ ჩანაწერი.მოსწავლეთა
უმრავლესობა წამომყვა და აქტიურად ჩაერთო პროცესში. მოსწავლეები ხალისიანად ატარებდნენ
ექსპერიმენტებს,ამზადებდნენ და იყენებდნენ საკუთარი ხელიდ დამზადებულ რესურსებს,ძალიან
მოეწონათ ვირტუალური ლაბორატორია ,რომელსაც უკვე სახლშიაც იყენებდნენ„ინტერვიუ სამი
ნაბიჯი თითქმის ყველას მოეწონა. სისტემატურად ვიყენებდი ამ მეთოდს, თავდაპირველად უჭირდათ
კითხვის სწორად ფორმულირება, ხშირად მათი კითხვები
არ იყო გათვლილი არსებითსა და მთავარზე, ყოველ ჯერზე განვუმარტავდი, რატომაა საჭირო
ძირითად საკითხზე აქცენტის გაკეთება. თანდათან პროცესი გამარტივდა, თუმცა სიძნელეები
გვხვდებოდა.ეს ეხმარებოდა მათ საკუთარი მისწრაფებების, ქცევის გაცნობიერებაში, ასწავლიდა
არგუმენტირებულ მსჯელობას, დასკვნების გაკეთებას, სწავლის პროცესის მონიტორინგს, შეფასებას
მე საშუალებას მაძლევდა უკეთ გამეცნო მათი ინდივიდუალური თავისებურებები, შესაძლებლობები,
დამენახა საჭიროებები და ამის გათვალისწინებით აღმომეჩინა შესაბამისი დახმარება.
თვითშეფასების უნარის გამომუშავებისა და გაუმჯობესებისათვის
ყოველთვის ვაცნობდი კრიტერიუმებს, რომელთა მიხედვითაც შევაფასებდი მათ ნამუშევარს,
ვთხოვდი მათაც შეეფასებინათ საკუთარი თავი და ნამუშევარი. ასეთი დამოკიდებულება ზრდის
თავდაჯერებას, ჩართულობას სწავლის პროცესში, მოსწავლე აცნობიერებს რა კრიტერიუმებით
შეფასდება, გეგმავს პროცესს. შედეგად გაიზარდა მოსწავლეთა მოტივაცია, შედეგებიც უკეთესი
აქვთ. მოსწავლეთა უმრავლესობა აღნიშნავს,რომ მოსწონთ ქიმია. განსაკუთრებით აღნიშვავენ,რომ მოსწონთ მრავალფეროვანი
გაკვეთილები, მოსწავლეები,ყოველთვის გამოხატავენ კეთილგანწყობას და ეხმარებიან ერთმანეთს.
6.4
ინტერვენციის შეფასება
ინტერვენციის შეფასებისათვის
გამოვიყენე; მთელი პროცესის
განმავლობაში ვახდენდი დაკვირვებას, ვაკეთებდი ჩანაწერებს, ამის საფუძველზე ვგეგმავდი
შემდგომ ნაბიჯებს და შემქონდა ცვლილებები.გასაუბრება მოსწავლეებთან - პროცესის განმავლობაში
ვაწყობდით განხილვას, მოსწავლეები აფიქსირებდნენ საკუთარ აზრს, გამოცდილებას უზიარებდნენ
ერთმანეთს. შემაჯამებელი დავალებები და სემესტრული დავალებების
ანალიზი
მოსწავლეებებმა აითვისეს
ის ძირითადი მასალა ნაერთთა კლასების შესახებ, რომელსაც შემდგომ ხალისიანად და გაგებით დაამატებენ ცოდნას ინტერვენცია აუცილებლად უნდა გაგრძელდეს შემდეგი
სასწავლო წლების განმავლობაში, რადგან ასე მუშაობა ჩვენი, მასწავლებლების მოვალეობაა
, ამას გვავალდებულებს ჩვენი ზოგადი განათლების ზოგადი მიზნები და ეროვნული სასწავლო
გეგმა, სადაც პირდაპირაა მითითებული, რომ „სწავლის სწავლა არის სწავლის პროცესის დამოუკიდებლად
მართვის უნარი მასწავლებელმა უნდა მიმართოს მოსწავლის ყურადღება სწავლის პროცესზე,
მის მიმდინარეობაზე,დაეხმაროს მოსწავლეს იმ ფაქტორებისა და პირობების გაცნობიერებაში,
რომლებიც აფერხებს ან ხელს უშლის სასწავლო პროცესის მსვლელობას; აღმოაჩენინოს ის ხერხები
და მიდგომები, რომლებიც აუმჯობესებს სწავლის შედეგებს და გამოუმუსავებს სწავლის სტრატეგიების
დამოუკიდებლად გამოყენების უნარი“
განხორციელებულმა
ინტერვენციამ მნიშვნელოვნად შეცვალა საგაკვეთილო პროცესი. მოსწავლეთა დამოკიდებულება
საგნის და სწავლის მიმართ. რაც მთავარია შეცვალა ჩემი დამოკიდებულება საკუთარი სწავლების
სტილის მიმართ. ჩემი პედაგოგიური პრაქტიკის მანძილზე ( ქიმიას ვასწავლი 32 წელია) აქამდე
ასე თანმიმდევრულად , მიზანმიმართულად დაგეგმილად არ მისწავლებია ბავშვებისთვის სწავლის
ეფექტური სტრატეგიები, მათი გამოყენება და მნიშვნელობა სწავლის პროცესში ამ ყველაფერს
ვაკეთებდი, თუმცა არასწორად არასაკმარისად. ყოველთვის არ ვუსვამდი ამ ყველაფერს ხაზს
ბავშვებთან. ყოველთვის მქონდა უკმარისობის გრძნობა, რომ ზოგიერთ მოსწავლეს უქრებოდა
ქიმიის სწავლის მოტივაცია რადგან უჭირდათ ქიმიური ფორმულების, ტოლობების წერა და ამოცანების ამოხსნადა ა.შ. დავიწყე
ფიქრი რა შემეცვალა, რომ მოსწავლეებისათვის გამეადვილებინა სათანადო მასალის შესწავლა ეს მეც მჭირდებოდა და ავირჩიე ეს საკითხი, შესაძლოა
ვინმემ იფიქროს რისთვის არის საჭირო ვლევა, ეს ხომ ისედაც ვიცით, ვიღაც ითყვის,რომ
ამას ყოველთვის აკეთებს, აკეთებს გააზრებულად და სწორად, ასწავლის სწავლის პროცესის
დაგეგმვას, მონიტორინგს და შეფასებას. მე ამას მხოლოდ მივესალმები და მოხარული ვიქნები,
თუ მომეცემა საშუალება მათი პრაქტიკის გაზიარების მე ასეთი თანმიმდევრული არ ვყოფილვარ და არც ასე თვალნათლივ შემეძლო დამენახა ამ ყველარის
შედეგი.
პრიორიტეტული გამჭოლი კომპეტენციები, ეროვნული სასწავლო
გეგმა კარი,1თავი მე-8, მუხლი 48თ
ახლა გაკვეთილები უფრო სახალისო და ნაყოფიერია
გაკვეთილის მიზნის შესაბამისობის განსაზღვრა
ეროვნულ სასწავლო გეგმასთან, შეფასების ძირითადი პრინციპების დაცვა და მისი მოსწავლეებისათვის
სწავლებაც 2016-2017 სასწავლო წელს ათასწლეულისნ გამოწვევის ფონდი- საქართველოს მიერ ინიცირებული „ მასწავლებელთა და სკოლის დირექტორთა პროფესიული
განვითარების პროექტის „ ფარგლებში გავიარე ტრენინგები, რომლებიც დამეხმარა ბოლომდე
გამეაზრებინა მოსწავლეზე ორიენტირებული გარემოს მნიშვლელობა . ეს ყველაფერი მე მაყალიბებს
მასწავლებლად, რომელიც ორიენტირებულია არამხოლოდ მოსწავლეების წინსვლასა და მათი შედეგების
გაუმჯობესებაზე, არამედ ჩემს კარგ მასწავლებლად ჩამოყალიბებაზე, ამიტომ მომწონს ეს
პროფესი. ამიტომ ვარ მასწავლებელი, მუდმივად რაღაც ახალია ჩემ ირგვლივ, მუდმივად მაქვს
ზრდის და განვითარების საშუალება.
თავი 7
7.1 მიგნებები, რეკომენდაციები
და კვლევის ნაკლოვანებები
კვლევის ძირითად მიზანს წარმოადგენდა იმის დადგენა,
თუ რა ხერხები, სტრატეგიები და აქტივობები დაეხმარება მოსწავლეებს მათთვის ძნელად ასათვისებელი
მასალის (ქიმიური ფორმულების, რეაქციების, ტერმინების, ამოცანების და ა.შ.) უკეთ შესწავლას.
როგორც კვლევამ აჩვენა ინტერვენციის განხორციელების შედეგად შემდეგი საკითხები გამოიკვეთა:
,პირველ რიგში საჭიროა მოსწავლეებს დამაჯერებლად ავუხსნათ
სხვადასხვა საშუალებებით, რომ მასალა რომელსაც მასწავლებელი ასწავლის ძალიან მნიშვნელოვანია,
დავაინტერესოთ, შემდეგ კი სხვადასხვა სტრატეგიების გამოყენებით(ექსპერიმენტი, ვიდეომასალა,
თამაშები,სავარჯიშოები და სხვა.) შევასწავლოთ მაგალითად ჯერ ვასწავლოთ მთავარი და მეორეხარისხოვანი ინფორმაციის გამიჯვნა. შესაბამისი კითხვების ფორმულირება,
ძირითადი ტერმინების და ცნებების ხაზგასმა, ვიმუშაოთ რამდენიმე გაკვეთილი ამ სტრატეგიით,
შესაძლებელია პარალელურად ვასწავლოთ ჩანაწერების კეთება, ვაჩვენოთ ამის მაგალითი, პერიოდულათ
აუცილებლად შევუმოწმოთ ჩანაწერები;
თუ ქიმიის
ბიოლოგიის, გეოგრაფიის, ფიზიკის და მათემატიკისმასწავლებლები ერთად იმუშავებენ
მოცემულ საკითხზე, აუცილებლად უკეთეს შედეგს მოგვცემს. ბავშვები შეძლებენ საკითხის
კომპლექსურად გააზრებას, განუვითარდებათ ტრანსფერის უნარი.
ნივთიერებებათა გარდაქმნების განხორციელება,
ქიმიური ტოლობების წერა მუდმივად გვიწევს ქიმიის შესწავლისას, ამიტომ შემდგომ გაკვეთილებზეც
აუცილებელი იქნება დაუღალავი შრომა და საინტერესო და სახალისო აქტივობების განხორციელება.
მიმდინარე
სასწავლო წლის განმავლობაში მხოლოდ მე-8 კლასებთან ვიმუშავე ასე, მომდევნო წელს ვგეგმავ
ყველა კლასებთან ასე ვიმუშაო. ჩემი აზრით მნიშვნელოვანია სწორეთ მე-8 კლასიდან დავიწყოთ
მოსწავლეებთან მსგავსი აქტივობების გამოყენება, რადგან სწორედ ამ დროს ვიწყებთ ქიმიური
გარდაქმნების შესწავლას.და თუ მე-8 კლასის მასალა მოსწავლემ არ იცის მას მომდევნო კლასებში
ძალიან გაუჭირდება.
კვლევამ ასეე აჩვენა, რომ მოსწავლეთა მოტივაციაზე
დადებით გავლენას ახდენს მშობლის აქტიური ჩართვა შვილის სწავლის პროცესში კვლევამ აჩვენა,რომ
ვერც მშობლები ვერც მოსწავლეები ვერ იყენებენ სათანადოდ მრავალფეროვან ინტერნეტრესურსებს,
თუმცა წვდომა ინტერნეტთან აქვს ყველა მოსწავლე., საჭიროა მშობლის დახმარება ან ჩარევა,
მაგრამ მშობლების უმრავლესობა არ ინტერესდება საკუთარი შვილების სასკოლო ცხოვრებით
და აქვთ ბუნდოვანი წარმოდგენა იმაზე, თუ როგორ უნდა დაეხმარონ შვილებს უკეთ სწავლაში.
მშობლების ასეთი დაბალი აქტიურობა არის მიზეზი იმისა, რომ საქართველო არის სწავლების
ძალიან დაბალ დონეზე.PIRLS—2006-1016 წწ. კვლევა. „ სახელმწიფო და საერთაშორისო შეფასება;
სასკოლო განათლების“
მოსწავლეები უპირატესობას ანიჭებენ, ისეთ გაკვეთილებს,რომლებშიც
გამოყენებული იქნება მრავალფეროვანი მეთოდი, აქტივობა რესურსი, ექსკურსიები, კონკურსები
და ა.შ.აქტივობა სადაც მოსწავლეებს აქვთ საშუალება მათი
წარმატების აღიარება მოხდეს, როგორც მასწავლებლის ასევე მოსწავლეების მიერ.
მშობლებს მინდა ვურჩიო გამონახონ დრო და მეტი
ყურადღებით გააკონტროლონ, რამდენ საათს უთმობს შვილი ინტერნეტს და რას უყურებს. თავად
კი უფრო ხშირად ჰქონდეთ უკუკავშირი პედაგოგებთან.
დასკვნა
მოსწავლეებში სწავლის უნარის განვითარება მასწავლებლის
ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ამოცანაა. ჩატარებული პრაქტიკული კვლევის საფუძველზე
შემიძლია დავასკვნა,, რომ მე-8 კლასის მოსწავლეთათვის
ქიმიის სწავლების სირთულეების (ქიმიური ფორმულების, რეაქციათა ტოლობების წერა, ამოცანების
ამოხსნა, ატომის აგებულების შესწავლა და ა.შ.) პრობლემების მიზეზებია;
·
განმავითარებელი შეფასების
ინსტრუმენტების (შესასვლელი და გასასვლელი ბილეთები,სწრაფი წერითი სამუშაო,დაფიქრდი-
დაწყვილდი-გააზიარე,ორი ჭეშმარიტი და ერთი მცდარი დებულება, მოსწავლის სწავლის აღრიცხვის
ფორმა და ა.შ.) არ გამოიყენება ისეთი ინტენსივობით,როგორიც საჭიროა.
·
დიფერენცირებული სწავლების
ინსტრუმენტების(სასწავლო მენიუ, სასწავლო გაჩერებები,შეარჩიე საკითხავი მასალადა ა.შ.)
არათანმიმდევრული და არასაკმარისი რაოდენობით გამოყენება.
·
გაძლიერდეს „კრიტიკული მეგობრის“ ინსტიტუტის მუშაობა.
·
სკოლები აღიჭურვოს თანამედროვე ქიმიის ლაბორატორიებით;
·
პედაგოგების
მხრიდან აღნიშნული უნარების განვითარებისათვის
არათანმიმდევრული ქმედებები;
·
მოსწავლეებში სათანადო
სტრატეგიების არცოდნა და ამ სტრატეგიების გამოყენების
დაბალი სიხშირე ;
·
მასწავლებლის მხრიდან
მოსწავლეებისთვის არასაკმარისი ინფორმაციის მიწოდება მათი ინტერესისა და მოტივაციის
გასაზრდელად მოცემული უმნიშვნელოვანესი თემების შესასწავლად;
აღნიშნული პრობლემების აღმოსაფხვრელად თანმიმდევრულად დავგეგმე და ჩავატარე
ზემოთ აღნიშნული გაკვეთილები,გასვლითი გაკვეთილი,-ექსკურსია) ღონისძიება (სახალისო
ცდები),ვამუშავე მოსწავლეები ვირტუალური ლაბორატორიის გამოყენებით, მათ თავისი ხელით
შექმნეს რესურსები, ვცდილობდი ყოველ ჯერზე მიზნობრივად გამომეყენებინა განმავითარებელი
შეფასება.ასევე ჩავატარე მონიტორინგი, შედეგების შესამოწმებლად,და ა.შ. არსებობდა იდეები,
რომელთა განხორციელებაც ვერ მოვასწარი. ამიტომ ვფიქრო, შემდეგი სასწავლო წლიდან აუცილებლად
შევთავაზებ მოსწავლეებს წელს გამოყენებულ და კიდევ სხვა აქტივობებს,რათა მოსწავლეები
დავაინტერესო,გავუზარდო მათ მოტივაცია,სასწავლო პროცესი გავხადო უფრო ხალისიანი და
შინაარსიანი. ვფიქრობ სხვა კლასის მოსწავლეებისათვისაც ასევე საინტერესო იქნება მსგავსი
აქტივობებით მუშაობა.
გამოყენებული ლიტერატურა
ეროვნული სასწავლო გეგმა 2011-2016წწ
განმავითარებელი შეფასება დიფერენცირებული სწავლება მარინა ხუნძაყიშვილი სარა ბივერი.
მასწავლებლის
საქმიანობის დაწყების, პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემის გზამკვლევი. ნაწილი
II. 2016წ. “ მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი“.
მოსწავლეზე
ორიენტირებული სასწავლო გარემო - სწავლებისა და შეფასების კრიტერიუმები. 2017წ. “ მასწავლებელთა
პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი“.
ეფექტიანი სწავლება. გამოცდების
ეროვნული ცენტრი.2010
ჯ. დიუი
როგორ ვაზროვნებთ 2013
სასწავლო პროცესის დაგეგმვა,
მართვა, შეფასება. მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი.
სასკოლო ბაზაზე მასწავლებელთა პროფესიული განვითარების
პროექტის ფარგლებში გამოყენებული სატრენინგო მასალები.2013-2014წწ
გაკვეთილების დაგეგმვა და განხორციელების პრაქტიკის
გაუმჯობესება. შეფასების ჯგუფის ტრენინგისათვის მიწვდილი მასალები. კვლევის ანგარიში.
დანართი
დანართი 1 --კითხვარი მერვე
კლასის მოსწავლეებისთვის .
მოგესალმებით!
თქვენს კლასში ვატარებ პრაქტიკულ კვლევას თქვენი
ქიმიური ფორმულების და ტოლობების წერის უნარების გასაუმჯობესებლად, ეს დაგეხმარებათ
ქიმიის სწავლის პროცესში . თქვენი, როგორც
პროცესის უშუალო მონაწილეების , მიერ მოწოდებული ინფორმაცია ძალიან მნიშვნელოვანია
პროექტის წარმატებისთვის . თქვენგან მიღებული ინფორმაცია ანონიმურია. არაა აუცილებელი კითხვარზე სახელისა და
გვარის მითითება.
1.
რა დროს ანდომებ საშინაო
დავალების მომზადებას ქიმიაში?
-----------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------
2.
როგორ სწავლობ გაკვეთილს ? მხოლოდ წაკითხვით, თუ
რამე ხერხი გაქვს შერჩეული უკეთ დამახსოვრებისათვის?--------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------
3.
აკეთებ თუ არა ჩანაწერებს , მოკლე კონსპექტებს ან
ცხრილებს ?თუ კი რომელ მათგანს იყენებ და როდის.
----------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------
4.
საშინაო დავალების შესრულებისას, ჯერ გაკვეთილს
სწავლობ და შემდეგ ამოცანას, თუ პირდაპირ დავალებას წერ?
---------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------
5.
ყველაზე მეტად რისი სწავლა გიჭირს ქიმიაში (ფორმულების,
წესების, ტერმინების და ა.შ.) და როგორ ფიქრობ, რატომ?
-------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------
6.
როგორ ხვდები, რომელი ინფორმაციაა მნიშვნელოვანი
პარაგრაფში?
---------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------
7.
იყენებ თუ არა მარკირების მეთოდს?(მაგ. სხვადასხვა
ფერის მარკერით გახაზო მნიშვნელოვანი და მეორეხარისხოვანი ცნებები)
კი
არა
8.
როგორ ამოწმებ, იცი თუ არა გაკვეთილი?
------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------
10
მარტო მეცადინეობ, თუ გეხმარება ვინმე მეცადინეობაში?გიცდია მეგობართან ერთად
გაკვეთილის მომზადება? თუ კი, რა შთაბეჭდილება დაგრჩა და რატომ?
-----------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------
გმადლობთ მონაწილეობისათვის.
კითხვარი მშობლებისათვის
დანართი 2
მოგესალმებით!
თქვენი შვილის კლასში ვატარებ პრაქტიკულ კვლევას ქიმიის სწავლების სირთულეების (ქიმიური ფორმულების
და ტოლობების წერის, ქიმიური ტერმინების, ამოცანების...) უნარების გასაუმჯობესებლად,
ეს დაგვეხმარება ქიმიის სწავლის პროცესში
. თქვენს მიერ მოწოდებული ინფორმაცია ძალიან
მნიშვნელოვანია პროექტის წარმატებისთვის . თქვენგან მიღებული ინფორმაცია ანონიმურია.
არაა აუცილებელი კითხვარზე სახელისა და გვარის მითითება.
მშობლები,
როგორც სკოლის საზოგადოების წევრები, მნიშვნელოვან გავლენას ახდენენ არა მხოლოდ შვილების მიღწევებზე, არამედ სასკოლო
გარემოსა და კულტურაზე
წარმოდგენილი კითხვარის
მიზანია გავეცნო მშობლების მისწრაფებებს, წუხილს და მოლოდინებს,
რათა ერთად გადავლახოხოთ ქიმიის სწავლებასთან დაკავშირებული მოსალოდნელი სირთულეები.
1.
როგორია თქვენი აზრი, თქვენი შვილის სწავლის ხარისხთან
მიმართებაში?
2.
თქვენი აზრით რომელი ძირითადი ფაქტორები ახდენს გავლენას
თქვენი შვილის სწავლის მოტივაციაზე?-(დადებითად/უარყოფითად)----------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------
3.
როგორია თქვენი(მშობლის)
ჩართულობა შვილის სასწავლო პროცესში? (სკოლაში/ სკოლის გარეთ?)---------------------------------------------------------------------------------
-----------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------
5.
როგორია თქვენი
(მშობლის ) მოლოდინები, მისწრაფებები და აღქმული საფრთხეები შვილების მომავალთან დაკავშირებით.---------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------
6.
რა დროს ანდომებს საშინაო დავალების მომზადებას ქიმიაში
თქვენი შვილი?

7. ყველაზე მეტად რისი სწავლა უჭირს ქიმიაში (ფორმულების, წესების, ტერმინების
...)
და როგორ ფიქრობთ რატომ?
გმადლობთ
მონაწილეობისათვის
დანართი 3
- რომელი თემის შესწავლა გაგიჭირდათ შესწავლული
თემებიდან?
- რამდენი დრო გჭირდებათ საშუალოთ ქიმიის
გაკვეთილის მოსამზადებლად?
- რამდენი საათი ხართ ინტერნეტში?
- ქიმიის სწავლისას იყენებ თუ არა რაიმე
ხერხს, რაც გიადვილებს სწავლას?
- იყენებ თუ არა ინტერნეტ რესურსებს,რათა
ქიმიის სწავლა გაგიადვილდეს?
დანართი 4
1.
ამ საგანში ჩემთვის განსაკუთრებით
საინტერესოა
2.
მინდა მეტი ვიცოდე----------------------
საკითხის მიმართ:
3.
ინტერესით ვარ ჩართული გაკვეთილზე, როდესაც----------
4.
როდესაც უყურადღებოდ ვარ,
უმეტესად ამის მიზეზი არის-------
5.
როდესაც რომელიმე სიტყვა
ახალია, მაშინ -------
6.
როდესაც დავალების პირობა
გაუგებარია, მაშინ ---------------
7.
მომწონს ჯგუფურ მუშაობაში
მონაწილეობის მიღება,რადგან-----
ჯგუფური მუშაობის დროს
დაბრკოლებას მიქმნის -----------------------------
დანართი 5
მონიტორინგის საკითხები
რეფლექსია
კვლევის შედეგების გაზიარების შესახeb
კვლევის ჩატარების ვადები 2018 წლის მარტი 2019 წლის მაისი
ნოემბერი--მაისი
სკოლა-- სსიპ ქალაქ თბილისის
167-ე საჯარო სკოლა
მე-82 კლასი
მასწავლებელი ნონა
ანთიძე
საგანი: ქიმია
თემა: თემის“ მაერთთა კლასების“
შესწავლა მე-8 კლასებში
…05.2019წ კვლევის შედეგები გავაცანი ჩემი სკოლის
მასწავლებლებს პირველ რიგში ავღნიშნე,
რომ კვლევა ჩავატარე წლების მანძილზე დაგროვილი მოსწავლეებზე დაკვირვების და გამოცდილების
საფუძველზე, მათი უკუკავშირისა და შეფასების
შედეგებიდან გამომდინარე. ვაჩვენე საგანგებოდ შექმნილი კვლევის სლაიდ-შოუ , რომელშიც ნაბიჯ-ნაბიჯ აღწერილია ის მეთოდები და აქტივობები,
რომლებიც გამოვიყენე იმისათვის ,რომ გაკვეთილები უფრო გასაგები, სახალისო და საინტერესო
გამეხადა. სლაიდ-სოუ-ში შესაბამისი სურათებიც წარმოვადგინე,რომ მასწავლებლებს ნათლად
დაენახათ მოსწავლეთა შემართება და წინსვლა. შედეგების გაცნობის შემდეგ მასწავლებლებმა გამოთქვეს
თავიანთი შეხედულაბები მათ აღნიშნეს,
რომ კვლევა საინტერესოა და მათთვის მისაღები. გასათვალისწინებელია ის რეკომენდაციები,
რომლებიც კვლევის შედეგიდან გამომდინარეობს განსაკუთრებული ინტერესი იყო იმ პრაქტიკული
რჩევების მიმართ, რომლებიც არის მოცემული კვლევის რეკომენდაციებში. ჩემმა კოლეგამ მეორე
ქიმიის მასწავლებელმა გამოთქვა სურვილი, რომ მომავალი წლიდან თვითონაც აქვს სურვილი
იმუშაოს ასეთი მეთოდებით და აქტივობებით
ვიქრობ ჩემს მიერ წარმოებულმა კვლევამ ჩემი მოსწავლეებს საგნისადმი ინტერესის და მოტივაციის გაუზარდა, მე
მგონი დააფიქრებს კვლევაში მონაწილე მშობლებს
და გაზრდის მათ ჩართულობას სასწავლო პროცესში,კოლეგები კი გაითვალისწინებენ
ჩემს რეკომენდაციებს და უფრო მრავალფეროვან აქტივობებს გამოიყენებენ სასწავლო პროცესში. ამით მოსწავლეთათვის საინტერესო
გაკვეთილებს დაგეგმავენ. ყველა საგნის მასწავლებელი დაეთანხმა კვლევის დასკვნის იმ
ნაწილს, რომელიც განიხილავს მშობლის ჩართულობას სასწავლო პროცესში.
ჩემთვისაც, როგორც მასწავლებლისთვის , ძალიან საინტერესო
იყო კვლევის პროცესი, მოსწავლეების,მშობლების და მასწავლებლების აზრი ჩემს მიერ დაგეგმილ
აქტივობებზე. ძიების პროცესი, რომელიც ყოველთვის თან ახლავს კვლევას და ბევრი ბევრი
საინტერესო ახალის ძიება.
თარიღი: ხელმოწერა:
ნონა ანთიძე

Комментариев нет:
Отправить комментарий