მეთოდიკა
ჩემი გაკვეთილები
ჩემი გაკვეთილები
გაეცანით მე-10 კლასის ქიმიის გაკვეთილის გეგმას
მასწავლებელი: ნონა ანთიძე
საგანი: ქიმია
კლასი: 101
მოსწავლეთა რაოდენობა: 17 (სსსმ-არა)
გაკვეთილის თემა: წყალბადი
გაკვეთილის მიზანი: მოსწავლემ შეძლოს დაახასიათოს წყალბადი, როგორც ელემენტი,მისი მდებარეობის მიხედვით პერიოდულ სისტემეში. მისი ბუნებაში გავრცელება. ფიზიკური და ქიმიური თვისებები, მიღების მეთოდები და გამოყენება.
N
1
|
აქტივობის აღწერა
მასწავლებელი ესალმება კლასს და აცნობს გაკვეთილის მიზნებს, შეფასების მიზნებს ახსენებს ჟგუფში მუშაობის წესებს.ამოწმებს მოსწავლეთა დასწრებას.
|
გამოყენებული მეთოდი/ მეთოდები
-------------------
|
კლასის ორგანიზების ფორმა/ფორმები
საერთო საკლასო.
|
სასწავლო რესურსი
|
დრო
2წთ
|
2
|
მასწავლებელი მოსწავლეებს უჩვენებს
ვიდეო მასალის , სადაც ნათლად ჩანს, რომ წყალბადი და მისი ნაერთები ფართოდ გამოიყენება, როგორც საწვავი-ენერგიის წყარო, როგორც აღმდგენი.ასევე გამოიყენება სხვადასხვა ნივთიერებათა მისაღებად.
ვიდეომასალის ჩვენების შემდეგ მასწავლებელი გააკეტებს მოკლე პრეზენტაციას წყალბადის როგორც, ელემენტის, მისი ბუნებაში გავრცელების, მიღების ქიმიური და ფიზიკური თვისებებისა და გამოყენების შესახებ.
|
გონებრივი იერიში/
პრობლემაზე დაფუძნებული სწავლება
|
საერთო საკლასო
|
კომპიუტერი და პროექტორი.
|
4წთ
|
3.
|
მოსწავლეებმა ნანახი ვიდეომასალის საფუძველზე, ასევე წინარე ცოდნის გამოყენებით უნდა უპასუხოს შეკითხვებს.
· რატომ დაიწყეს მეცნიერებმა ფიქრი წყალბადის საწვავად გამოყენების შესახებ?
· ჩამოთვალეთ წყალბადური ენერგეტიკის დადებითი მხარეები.
· ცამოთვალეთ წყალბადური ენერგეტიკის უარყოფითი მხარეები.
· რატომ არის წყალბადის მიღება ელექტრული დენით წყლის დაშლის გზით ძვირი და არაეფექტიანი.
|
გონებრივი იერიში/კითხვა - პასუხი
|
საერთო საკლასო
|
კომპიუტერი და პროექტორი. თაბახის ფურცლები.
|
4წთ
|
4.
|
მასწავლებელი
ჩხირების საშუალებით მოსწავლეებს გაუნაწილდებათ სასწავლო გაჩერებები.
პირველი გაჩერება--მოსწავლეები გაეცნობიან შესასწავლ მასალას სახელმძღვანელოდან.
მეორე გაჩერება--მოსწავლეები შეასრულებენ სავარჟიშოებს, რომელიც განამტკიცებს მოსწავლეთა ცოდნას წყალბადის შესახებ.
* შეადგინეთ განზავებულ გოგირდმჟავასთან თუთიისურთიერთქმედების რეაქციის ტოლობა.
* შეადგინეთ წყალბადის ურთიერთქმედების რეაქციათა ტოლობები ქლორთან და გოგირდთან.
* დაასრულეთ რეაქციის ტოლობა
WO3+ H2-->
ახსენით თქვენი გადაწყვეტილება.
· წყალბადით სავსე ორი კოლბა მოათავსეს სასწორის სხვადასხვა პინაზე,ერთი დადგეს ძირით ქვემოთ, მეორე კი დაამაგრეს ძირით ზემოთ
· ქვემოთ მოცემული რეაქციათა ტოლობებიდან, რომელშია წყალბადი აღმდგენი და რომელში მჟანგავი? დაასაბუთეთ ტქვენი ვარაუდი
H2+2Na-->2NaH
H2+F2-->2HF
მესამე გაჩერება-- მოსწავლეები ჩაატარებენ ცდებს.( წყალბადის მიღება, წყალბადის წვა და სპილენძის ოქსიდის აღდგენა წყალბადით.)
თითოეული ჯგუფი გაივლის სამივე გაჩერებას და მოსწავლეები ჩაინიშნავენ საპრეზენტაციო მასალას თითოეულ გაჩერებაზე.
|
სასწავლო გაჩერებები.
|
ჯგუფური
|
ქიმიური ჭურჭელი--სინჯარები, ძაბრი საცობით. აირგამყვანი. სპირტქურა, მინის მილი, სტატივი,
ნივთიერებებიდან (თუთია, მარილმჟავა,სპილენძის ოქსიდი)
სახელმძღვანელო, თაბახის ფურცლები.საწერი კალმი.
|
7წთ
|
5
|
მოსწავლეები გააკეთებენ პრეზენტაციას სამივე გაჩერებაზე აღქმული მასალიდან საპრეზენტაციო ფურცლების გამოყენებით.
|
პრეზენტაცია
|
ჯგუფური
|
საპრეზენტაციო ფურცლები ფერადი მარკერები. დაფა, ცარცი.
|
15წთ
|
6
|
მასწავლებელი მოსწავლეებს ურიგებს ბარათებს, რათა ნათელი გახდეს რა იცოდნენ, რა ისწავლეს და კიდევ რისი შესწავლის სურვილი აქვთ.
,,ვიცი, ვისწავლე, მინდა ვიცოდე“
|
ზეპირსიტყვიერი
|
საერთო საკლასო
|
თაბახის ფურცლები.
|
3წთ
|
7
|
მოსწავლეები შეფასდებიან საგაკვეთილო პროცესში ჩართულობის, ჯგუფური მუშაობის, ექსპერიმენტული სამუშაოს, პრეზენტაციის მიხედვით. ასევე კლასში მუშაობის ჰოლისტური რუბრიკით. ჯგუფები ერთმანეთს შეაფასებენ ქვემოთ მოცემული რუბრიკის მიხედვით.
|
წერითი
|
ჯგუფური
|
თაბახის ფურცელი; მარკერი, ჯგუფის თვითშეფასების შეფასების ცხრილი.
|
5 წთ
|
8
|
საშინაო დავალება:
წყალბადი. სავარჯიშო 3, 4
გასასვლელი ბილეთები.(სავარჯიშოები თემაზე--წყალბადი)
არჩევითი დავალება--მოიძიონ ინფორმაცია წყალბადის მიღების, თვისებების და გამოყენების შესახებ.
|
წერითი/დამოუკიდებელი წერა
|
საერთო საკლასო
|
სახელმძღვანელო; ინტერნეტი.
|
2წთ
|
გაკვეთილის ბოლოს მისაღწევი შედეგები:
ე.ს.გ.
კვლ.X.1.მოსწავლეს შეუძლია განსაზღვროს კვლევის საგანი და კვლევის ეტაპები.
შედეგი თვალსაჩინოა, თუმოსწავლე:
· განსაზღვრავს და აყალიბებს კვლევის მიზანს;
· განსაზღვრავს შესაბამისი ინფორმაციის მოძიების წყაროებს;
· გამოთქვამს არგუმენტირებულ მოსაზრებას/ვარაუდს;
· განსაზღვრავს კვლევის პირობებს და ჩატარების ეტაპებს;
· არჩევს სათანადო ხელსაწყოებს/აღჭურვილობას/ინსტრუმენტებს, ასაბუთებს არჩევანს;
კვლ.X.2.მოსწავლეს შეუძლია კვლევითი პროცედურის განხორციელება/ მონაცემების აღრიცხვა. შედეგი თვალსაჩინოა, თუმოსწავლე:
· მოიძიებს და აანალიზებს შესაბამის ინფორმაციას;
· იყენებს შესაბამის მასალას ან/და აღჭურვილობას დაატარებს დაგეგმილ ცდას უსაფრთხოების წესების დაცვით;
· იყენებს სათანადო წესებს საკუთარი და სხვათა უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად.
კვლ.X.3.მოსწავლეს შეუძლია მონაცემთა წარმოდგენა სხვადასხვა საკომუნიკაციო საშუალების გამოყენებით.
შედეგი თვალსაჩინოა, თუმოსწავლე:
· იყენებს სხვადასხვა ხერხს (დიაგრამებს,ცხრილებს, გრაფიკებს, სიებს) მონაცემთა წარმოსადგენად;
ქიმ.X.12.მოსწავლეს შეუძლია ქიმიური ელემენტების და მათი ნაერთების დახასიათება, მათი მნიშვნელობის შესახებ მსჯელობა.
შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
· ახასიათებს ელემენტებსა და მათ მნიშვნელოვან ნაერთებს;
· მსჯელობს ელემენტების ალოტროპიულ ფორმებზე;
· აკავშირებსელემენტების ფიზიკურ და მნიშვნელოვან ქიმიურ თვისებებს მათ გამოყენებასთან;
· იცნობს ელემენტების და მათი მნიშვნელოვანი ნაერთების მიღების ძირითად მეთოდებს;
· მსჯელობს ქიმიური ელემენტების როლსა და გამოყენებაზე ყოფა-ცხოვრებასა და წარმოებაში;
|
ჯგუფის თვითშეფასება
გადაწყვიტეთ თუ არა დასახული ამოცანა
| |
რა იყო გუნდის ყველაზე დიდი მიღწევა
| |
რა ისწავლეთ ერთობლივი მუშაობით
| |
რა იყო თქვენი ერთობლივი მუშაობის
ხარვეზი
|
ინფორმაციის მოძიების შეფასების რუბრიკა
მოძიებულიმასალაშეესაბამებასაკითხს/თემას
|
3
|
გამოყენებულია მრავალფეროვანი საიფორმაციო წყარო/საშუალება
|
3
|
მოპოვებული ინფორმაცია ორგანიზებულია
|
4
|
პრეზენტაციის შეფასების რუბრიკა
პასუხობს თემას
|
1
|
ფლობს აუდიტორიას (იყენებს მიმიკას, ჟესტიკულაციას, ინტონაციას)
|
2
|
საუბრობს გამართულაი ენით და იყენებს შესაბამის ტერმინოლოგიას
|
2
|
იყენებს განსხვავებულ წყაროებს
|
2
|
დარებს მოვლენებს, ფაქტებს, საგნებს
|
1
|
იყენებს თვალსაჩინოებას
|
1
|
იცავს დროის ლიმიტს
|
1
|
ექსპერიმენტული სამუშაოს შეფასების რუბრიკა
შეფასება
|
1-4
|
5-6
|
7-8
|
9-10
|
მოსწავლეს შეუძლია განსაზღვროს კვლევის საგანი და კვლების ეტაპები.
|
მოსწავლეს არ შეუძლია განსაზღვროს კვლევის საგანი და კვლების ეტაპები.
|
მოსწავლისთვის ბუნდოვანია კვლევის საგანი და კვლების ეტაპები.
|
მოსწავლეს შეუძლია მონაცემთა ანალიზი და შეფასება.მაგრამ უშვებს უზუსტობებს
|
მოსწავლეს შეუძლიაზუსტად განსაზღვროს კვლევის საგანი და კვლების ეტაპები.
|
მოსწავლეს სეუძლია კვლევითი პროცედურის განხორციელება/მონაცემთა აღრიცხვა.
|
მოსწავლეს არ სეუძლია კვლევითი პროცედურის განხორციელება/მონაცემთა აღრიცხვა.
|
მოსწავლეს დამოუკიდებლად არ შეუძლია კვლევითი პროცედურის განხორციელება/მონაცემთა აღრიცხვა.
|
მოსწავლეს შეუძლია მონაცემთა ანალიზი და შეფასება..მაგრამ უშვებს უზუსტობებს
|
მოსწავლეს სეუძლია კვლევითი პროცედურის განხორციელება/მონაცემთა აღრიცხვა.
|
მოსწავლეს შეუძლია მონაცემთა წარმოდგენა სხვადასხვა საკომუნიკაციო საშუალებების გამოყენებით.
|
მოსწავლეს არ შეუძლია მონაცემთა წარმოდგენა სხვადასხვა საკომუნიკაციო საშუალებების გამოყენებით.
|
მოსწავლეს დამოუკიდებლად არ შეუძლია მონაცემთა წარმოდგენა სხვადასხვა საკომუნიკაციო საშუალებების გამოყენებით.
|
მოსწავლეს შეუძლია მონაცემთა წარმოდგენა სხვადასხვა საკომუნიკაციო საშუალებების გამოყენებით.
..მაგრამ უშვებს უზუსტობებს
|
მოსწავლეს შეუძლია მონაცემთა წარმოდგენა სხვადასხვა საკომუნიკაციო საშუალებების გამოყენებით.
|
მოსწავლეს შეუძლია მონაცემთა ანალიზი და შეფასება.
|
მოსწავლეს არ შეუძლია მონაცემთა ანალიზი და შეფასება.
|
მოსწავლეს დამოუკიდებლად არ შეუძლია მონაცემთა ანალიზი და შეფასება.
|
მოსწავლეს შეუძლია მონაცემთა ანალიზი და შეფასება.
..მაგრამ უშვებს უზუსტობებს
|
მოსწავლეს შეუძლია მონაცემთა ანალიზი და შეფასება.
|
საგაკვეთილო პროცესში ჩართულობა. (საკლასო დავალება)
შედეგები
|
1-4
|
5-6
|
7-8
|
9-10
|
აქტიური მონაწილეობა
|
არ არის ჩართული
|
პერიოდულად ერთვება მაგრამ არანაყოფიერად.
|
აქტიურია მაგრამ მნიშვნელოვანი წვლილი ვერ შეაქვს
|
აქტიურია კონსტრუქციული და შეაქვს დიდი წვლილი.
|
აზრის დამოუკიდებლად გამოთქმა და შეკითხვის დასმა.
|
ვერ გამოთქვავს საკუთარ აზრს უჭირს შეკითხვის დასმა.
|
იშვიათად გამოთქვამს საკუთარ აზრებს უჭირს შეკითხვის ჩამოყალიბება
|
გამოთქვამს საკუთარ აზრებს მაგრამ ზოგჯერ აკლია დამაჯერებლობა შეკითხვები შეკითხვები ხშირად სპონტანურია და აკლია გააზრება.
|
საკუთარ აზრს აყალიბებს დამაჯერებლად მსჯელობს არგუმენტირებულად საჭიროების შემთხვევაში სვამს გააზრებულ შეკითხვას.
|
კონცენტრირება სამუშაოზე
|
ვერ ახერხებს კონცენტრირებას არ იცავს ინსტრუქციას.
|
ცდილობს კონცენტრირებას მაგრამ ხშირად ეფანტება გონება უჭირს ინსტრუქციის დაცვა.
|
ძირითადად კონცენტრირებულია სამუშაოზე უჭირსინსტრუქციის დაცვა.
|
მთელი გაკვეთილის განმავლობაში კონცენტრირებულია სამუშაოზე ზუსტად იცავს ინსტრუქციას
|
სხვისი აზრის მოსმენა და პატივისცემა.
|
არ უსმენს სხვების აზრებს აწყვეტინებს.
|
ყოველთვის არ უსმენს სხვების აზრებს ან უსმენს , მაგრამ აქვს არაადეკვატური რეაქციები.
|
უსმენს სხვების აზრებს და ცდილობს იყოს კორექტული.
|
ყურადღებით ისმენს სხვების აზრებს, აანალიზებს და აკეთებს კორექტულ კომენტარს.
|
ჟგუფური მუშაობის შეფასების რუბრიკა.
შედეგები
|
1-3
|
4-5
|
6-7
|
8-10
|
ჯგუფთან ადაფტირება
|
იზოლირებულია ჯგუფიდან არ მონაწილეობს არ მონაწილეობს ჯგუფის წევრებს შორის ფუნქციების განაწილებაში.
|
ბუნდოვნად აყალიბებს რა უნდა და რისი გაკეთება შეუძლია
|
გააზრებული აქვს თავისი ფუნქცია. ახერხებს ჯგუფის წევრებთან შეთანხმებას.
|
ზედმიწევნით აქვს გააზრებული თავისი ფუნქცია და უპრობლემოდ უთანხმდება ჯგუფის წევრებს.
|
საკუთარი ფუნქციის შესრულება
|
ვერ ასრულებს თავის ფუნქციას
|
წარმოდგენა აქვს თავისი ფუნქციის შესახებ, მაგრამ პრაქტიკულად არ ახორციელებს.
|
ასრულებს თავის ფუნქციას ნაწილობრივ.
|
ასრულებს თავის ფუნქციას სრულყოფილად
|
სწრაფვა ლიდერობისაკენ
|
უცდის როდის მიუთითებენ რა გააკეთონ.
|
ცდილობს რაც შეიძლება ნაკლები სამუშაო შეასრულოს არ აინტერესებს ჯგუფის სხვა წევრების საქმიანობა.
|
ინტერესდება ჯგუფის სხვა წევრების საქმიანობითაც ცდილობს წარმართოს რაციონალურად.
|
რაციონალურად წარმართავს ჯგუფის საქმიანობას შეუძლია დარწმუნება კონკრეტული საკითხის განხილვისას.
|
კლასში მუშაობის შეფასების ჰოლისტური რუბრიკა
კრიტერიუმები
|
დამწყები
|
განვითარებადი
|
კვალიფიციური
|
ექსპერტი
|
ექსპერიმენტის განხორციელება უსაფრთხოების წესების დაცვით
|
უჭირს ექსპერიმენტის განხორციელება, სხვისი დახმარებითაც კი, აკვირდება ექსპერიმენტს.
|
ახორციელებს ექსპერიმენტს სხვისი დახმარებით, აკვირდება შედეგებს
|
ახორციელებს ექსპერიმენტს ინსტრუქციის დაცვით, აღწერს, აანალიზებს შედეგს.
|
გეგმავს და ახორციელებს ექსპერიმენტს ინსტრუქციის ზუსტი დაცვით, აანალიზებს შედეგებს
|
ჯგუფში თანამშრომლობა
|
ჯგუფში ყველა წევრი არ მუშაობს, გამოკვეთილია ლიდერი.
|
რამდენიმე წევრი მუშაობს თითქმის ერთნაირად, დავალებები არათანაბარია.
|
ჯგუფის წევრებს მოვალეობები გადანაწილებული აქვთ, ასრულებენ თავიანთ სამუშაოს, შედეგებს აჯამებენ და აანალიზებენ.
|
ჯგუფში მოვალეობები გადანაწილებულია, ყველა თავის სამუშაოს ასრულებს, ერთმანეთს ეხმარებიან, შედეგებს აჯამებენ და ერთად აანალიზებენ
|
ნამუშევრის ორგანიზება
|
ნამუშევარი ზერელეა, არასრულყოფილია, მცირე ინფორმაციის შემცველია.
|
ნამუშევარი საინტერესოდაა ორგანიზებული, მაგრამ აკლია ზოგიერთი ინფორმაცია.
|
ნამუშევარი საინტერესოა, კარგადაა ორგანიზებული,
ლოგიკურადაა აგებული.
|
ნამუშევარი სრულყოფილია, ლოგიკურადაა აგებული, საინტერესოა, ორიგინალურია.
|
კითხვებზე პასუხი და საკლასო დავალებები
|
აქვს პასუხი ზოგიერთ კითხვაზე, დავალებები არასრულია ან შეცდომითაა.
|
აქვს პასუხი რამდენიმე კითხვაზე, დავალებები სწორია, მაგრამ რეაქციის ტოლობები გაუთანაბრებელია
|
ყველა კითხვაზე აქვს პასუხი, მოყავს მაგალითები, დავალებები სწორია, რეაქციის ტოლობები გათანაბრებულია.
|
ყველა კითხვაზე აქვს დასაბუთებული პასუხი, მოყავს მაგალითები, დავალებები სწორადაა შესრულებული, სრულყოფილია.
|
თვითშეფასება.
№
|
კრიტერიუმები /ქულები
|
1
|
2
|
3
| |||||
1
|
გაკვეთილის მიზანი გასაგები და კონკრეტული იყო
| ||||||||
2
|
აქტივობები ემსახურებოდა მიზნის მიღწევას
| ||||||||
3
|
გაკვეთილის დაწყება იწვევდა მოსწავლეთა მოტივაციას
| ||||||||
4
|
მოსწავლეთა ორგანიზების ფორმა ხელს უწყობდა მიზნის მიღწევას
| ||||||||
5
|
გამოყენებული რესურსები იწვევდა მოსწავლეთა მოტივაციას და აქტიურ ჩართვას საგაკვეთილო პროცესში
| ||||||||
6
|
შეფასების შედეგად მიღებული შედეგები შეესაბამებოდა მიზანს
| ||||||||
7
|
გათვალისწინებული იყო მოსწავლეთა ინტერესები და შესაძლებობები
| ||||||||
8
|
ჩემი საუბარი არ აჭარბებდა მოსწავლეთა საუბარს
| ||||||||
9
|
ვიჩენდი ყველა მოსწავლისადმი თანაბარ ყურადღებას
| ||||||||
10
|
ვიყენებდი აქტიური მოსმენის ტექნიკას
| ||||||||
11
|
ვაძლევდი მოსწავლეებს განსაზღვრულ დროს კითხვებზე პასუხის გასაცემად
| ||||||||
Комментариев нет:
Отправить комментарий