четверг, 5 ноября 2020 г.

                     კომპლექსური დავალება

        მივთიერების რაოდენობა. მოლი. მოლური მასა.


სამიზნე ცნება: ქიმიური მოვლენები. კვლევა . რაოდენობრივი გამოთვლები ქიმიაში.

 

(შედეგი: ქიმ.  lX . 9    კვლ. lX. 1 კვლ. lX.2  კვლ. lX. 3 კვლ. lX.4

 

საკითხი:  ნივთიერების რაოდენობა. მოლი. მოლური მასა        

 

საკვანძო შეკითხვები:

 

·         რატომ არის  აუცილებელი სიდიდის- ნივთიერების რაოდენობის გამოყენება?

·         რა კავშირია ნივთიერების მასასა და მოლურ მასას შორის ?

 

კომპლექსური დავალების პირობა:

 

ქიმიურ ლაბორატორიაში მოიტანეს ქიმიურ ჭურჭელში მოთავსებული მომწამვლელი ნივთიერება, რომლითაც დამნაშავე აპირებდა მსხვერპლის მოწამვლას. დამნაშავე ამტკიცებდა, რომ მოცემულ ჭურჭელში არ არის მომწამვლელი ნივთიერება. ჭურჭლის ეტიკეტზე ეწერა - 3,5 მოლი. იურისტ ექსპერტმა გადაწყვიტა აეწონა ჭურჭელში მოთავსებული ნივთიერება. ნივთიერება აღმოჩნდა 262,5გ. დაეხმარეთ იურისტ ექსპერტს, დაადგინოს რომელი ნივთიერებაა ჭურჭელში, თუ იგი მარტივი და ერთატომიანია? შექმენით ბუკლეტი მოცემულ საკითხზე.

 

ბუკლეტში ხაზგასმით წარმოაჩინეთ:

 

ü  დაასაბუთეთ ყოფა-ცხოვრებაში ნივთიერების რაოდენობრივი გამოთვლების აქტუალობა;

ü  დაახასიათეთ, სიდიდე-ნივთიერების რაოდენობა და მისი ერთეული მოლი;

ü  რატომ არის აუცილებელი სიდიდის - ნივთიერების რაოდენობა -დავაკავშირება სიდიდესთან ნივთიერების მასა;

ü  რა სიდიდეა მოლური მასა და როგორია  მისი მათემატიკური გამოსახულება;

ü  თქვენ მიერ ჩატარებული გამოთვლები უცნობი ნივთიერების ამოსაცნობად.

 

ნაშრომის პრეზენტაციისას წარმოაჩინეთ:

1.      რა ეტაპების გავლა დაგჭირდა დავალების შესასრულებლად;

2.      რომელი ეტაპი აღმოჩნდა შენთვის ყველაზე საიტერესო;

3.      თავიდან რომ გიწევდეს დავალების შესრულება, შეცვლიდი თუ არა რაიმეს, რას დაამატებდი

 

 

 

Комментариев нет:

Отправить комментарий