вторник, 27 октября 2020 г.

                 კომპლექსური დავალება 

                                   ნაერთთა კლასები 

               (ოქსიდები, მჟავები,ფუძეები,მარილები. )


სამიზნე ცნება - ნივთიერება, მოვლენა, კვლევა

(შედეგები: ქი lX .5 ;  კვლ lX ლ.; კვლ. lX 2.;  კვლ.;lX 3 კვლ  lX 4.;  

საკითხი - ნაერთთა კლასები   ( ოქსიდი, მჟავა, ფუძე, მარილები)


კომპლექსური დავალების პირობა:

    წარმოიდგინე, რომ ხარ ექიმი და შენთან მოვიდა გარკვეულ პერიოდში უდაბნოში, გაუსაძლის პირობებში ნამყოფი ახალგაზრდა, დაუძლურებული პაციენტი. შენ უნდა გამოიკვლიო რომელი მინერალების ნაკლებობა იწვევს პაციენტის ასეთ მდგომარეობას და დაეხმარო.

 გამოიკვლიე ჩამოთვლილი ნითიერებებიდან - 1.სუფრის მარილი, 2.კალციუმის ქლორიდი, 2.გლაუბერის მარილი, 3.ინგლისური მარილი, 4.რკინის აჯასპი, 5.ვერცხლის ქლორიდი, 6.კალიუმის დიჰიდროფოსფატი, 7.კალიუმის სულფატი, 8.ბარიუმის სულფატი - რომელ ნივთიერებას გამოიყენებ პაციენტის მდგომარეობის გასაუმჯობესებლად და ლაბოტორიულ პირობებში რომელი მათგანის მიღებაა შესაძლებელი.

კვლევაზე დაყრდნობით შექმენი ბუკლეტი.

 

ბუკლეტში ნათლად უნდა იყოს წარმოჩინებული:

Ø  რომელი მინერალური მარილებია ადამიანის ორგანიზმისათვის აუცილებელი და რატომ;

Ø  ჩამოთვლილი მარილებიდან რომელი მათგანის მიღებაა შესაძლებელი ლაბორატორიულ პირობებში და როგორ, წარმოადგინე მიღების რეაქციების ქიმიური ტოლობები;

Ø  ზემოთ მოცემული მარილებიდან თითოეულს რისთვის გამოიყენებდი;

Ø  შეავსე შენ მიერ ჩატარებული ექსპერიმენტის ოქმი;

Ø  ექსპერიმენტის შედეგები წარმოდგინე თვალსაჩინოდ(გრაფიკები, ცხრილები და სხვა);

Ø  ექსპერიმენტის შედეგებზე დაყრდნობით გამოტანილი დასკვნები;

Ø  კვლევის მიმდინარეობის ფოტო-მასალა;

Ø  კიდევ  რომელ ნივთიერებას გამოიყენებდი აღნიშნული პრობლემის გადასაჭრელად;

 

            ბუკლეტის წარდგენის შემდეგ ისაუბრეთ:

§  რა იყო შენთვის მნიშვნელოვანი მოცემულ დავალებაში?

§  იყო თუ არა რთული დავალება?

§  დავალების შესრულების დროს რამდენად გამოგადგა განვლილი მასალის ცოდნა?

§  ისაუბრეთ, რა კონკრეტული სტრატეგიები გამოიყენეთ დავალების განხორციელების სხვადასხვა ეტაპზე;

§   შეაფასეთ მათი მიზანშეწონილობა და ეფექტიანობა.

Комментариев нет:

Отправить комментарий