კომპლექსური დავალება
ნაერთთა კლასები
(ოქსიდები, მჟავები,ფუძეები,მარილები. )
სამიზნე ცნება - ნივთიერება, მოვლენა, კვლევა
(შედეგები: ქი lX .5 ; კვლ
lX ლ.; კვლ. lX 2.; კვლ.;lX 3 კვლ lX 4.; |
საკითხი - ნაერთთა
კლასები ( ოქსიდი, მჟავა, ფუძე, მარილები) |
კომპლექსური
დავალების პირობა:
წარმოიდგინე, რომ ხარ ექიმი და შენთან მოვიდა გარკვეულ პერიოდში უდაბნოში, გაუსაძლის პირობებში ნამყოფი ახალგაზრდა, დაუძლურებული პაციენტი. შენ
უნდა გამოიკვლიო რომელი მინერალების ნაკლებობა იწვევს პაციენტის ასეთ მდგომარეობას
და დაეხმარო. გამოიკვლიე ჩამოთვლილი ნითიერებებიდან
- 1.სუფრის მარილი, 2.კალციუმის ქლორიდი, 2.გლაუბერის მარილი, 3.ინგლისური მარილი,
4.რკინის აჯასპი, 5.ვერცხლის ქლორიდი, 6.კალიუმის დიჰიდროფოსფატი, 7.კალიუმის სულფატი,
8.ბარიუმის სულფატი - რომელ ნივთიერებას გამოიყენებ პაციენტის მდგომარეობის გასაუმჯობესებლად
და ლაბოტორიულ პირობებში რომელი მათგანის მიღებაა შესაძლებელი. კვლევაზე დაყრდნობით
შექმენი ბუკლეტი. ბუკლეტში ნათლად უნდა იყოს წარმოჩინებული: Ø რომელი მინერალური
მარილებია ადამიანის ორგანიზმისათვის აუცილებელი და რატომ; Ø ჩამოთვლილი
მარილებიდან რომელი მათგანის მიღებაა შესაძლებელი ლაბორატორიულ პირობებში და
როგორ, წარმოადგინე მიღების რეაქციების ქიმიური ტოლობები; Ø ზემოთ მოცემული
მარილებიდან თითოეულს რისთვის გამოიყენებდი; Ø შეავსე შენ მიერ
ჩატარებული ექსპერიმენტის ოქმი; Ø ექსპერიმენტის
შედეგები წარმოდგინე თვალსაჩინოდ(გრაფიკები, ცხრილები და სხვა); Ø ექსპერიმენტის
შედეგებზე დაყრდნობით გამოტანილი დასკვნები; Ø კვლევის
მიმდინარეობის ფოტო-მასალა; Ø კიდევ რომელ ნივთიერებას გამოიყენებდი აღნიშნული
პრობლემის გადასაჭრელად; ბუკლეტის წარდგენის
შემდეგ ისაუბრეთ: § რა იყო შენთვის მნიშვნელოვანი მოცემულ დავალებაში? § იყო თუ არა რთული დავალება? § დავალების
შესრულების დროს რამდენად გამოგადგა განვლილი მასალის ცოდნა? § ისაუბრეთ, რა კონკრეტული სტრატეგიები
გამოიყენეთ დავალების განხორციელების სხვადასხვა ეტაპზე; § შეაფასეთ მათი მიზანშეწონილობა და ეფექტიანობა. |