კომპლექსური დავალება
მივთიერების რაოდენობა. მოლი. მოლური მასა.
სამიზნე
ცნება: ქიმიური მოვლენები. კვლევა . რაოდენობრივი გამოთვლები ქიმიაში. (შედეგი: ქიმ. lX . 9
კვლ. lX. 1 კვლ. lX.2 კვლ. lX. 3
კვლ. lX.4 |
საკითხი:
ნივთიერების
რაოდენობა. მოლი. მოლური მასა |
საკვანძო
შეკითხვები: ·
რატომ არის
აუცილებელი სიდიდის- ნივთიერების რაოდენობის გამოყენება? ·
რა კავშირია ნივთიერების მასასა და მოლურ მასას
შორის ? |
კომპლექსური
დავალების პირობა: ქიმიურ
ლაბორატორიაში მოიტანეს ქიმიურ
ჭურჭელში მოთავსებული მომწამვლელი ნივთიერება, რომლითაც დამნაშავე აპირებდა მსხვერპლის მოწამვლას.
დამნაშავე ამტკიცებდა, რომ
მოცემულ ჭურჭელში არ არის მომწამვლელი ნივთიერება. ჭურჭლის ეტიკეტზე ეწერა - 3,5
მოლი. იურისტ ექსპერტმა გადაწყვიტა აეწონა ჭურჭელში მოთავსებული ნივთიერება. ნივთიერება აღმოჩნდა 262,5გ. დაეხმარეთ იურისტ
ექსპერტს, დაადგინოს რომელი ნივთიერებაა ჭურჭელში, თუ იგი მარტივი და
ერთატომიანია? შექმენით ბუკლეტი მოცემულ საკითხზე. ბუკლეტში ხაზგასმით წარმოაჩინეთ: ü დაასაბუთეთ
ყოფა-ცხოვრებაში ნივთიერების რაოდენობრივი გამოთვლების აქტუალობა; ü დაახასიათეთ,
სიდიდე-ნივთიერების რაოდენობა და მისი ერთეული მოლი; ü რატომ არის აუცილებელი სიდიდის - ნივთიერების
რაოდენობა -დავაკავშირება სიდიდესთან ნივთიერების მასა; ü რა
სიდიდეა მოლური მასა და როგორია მისი მათემატიკური
გამოსახულება; ü თქვენ მიერ ჩატარებული გამოთვლები უცნობი
ნივთიერების ამოსაცნობად. ნაშრომის პრეზენტაციისას წარმოაჩინეთ: 1.
რა ეტაპების გავლა დაგჭირდა დავალების შესასრულებლად; 2.
რომელი ეტაპი აღმოჩნდა შენთვის ყველაზე საიტერესო; 3.
თავიდან რომ გიწევდეს დავალების შესრულება, შეცვლიდი თუ არა რაიმეს,
რას დაამატებდი |
|